უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 ივლისი, 2017 15:05
font-size

ფოტოსურათით ვერ მოხდება იმის დაფიქსირება, ეს ცეცხლსასროლი იარაღი იყო თუ არ იყო - ოთარ კახიძე პოლიციაში მისვლას აპირებს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, ის შსს-ის ძველი თბილისი სამმართველოს გამოკითხვაზე მივა. ამის შესახებ მან 1tv.ge-ის განუცხადა.

ოთარ კახიძემ დაადასტურა, რომ „ევროპული საქართველოს“ 23 ივლისის მსვლელობაზე ცაცხლსასროლი იარაღით მივიდა.

„ადვოკატის გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, მტკიცებულებები საქმეში არ არის, მხოლოდ ფოტოსურათით ვერ მოხდება იმის დაფიქსირება, ეს ცეცხლსასროლი იარაღი იყო თუ არ იყო. ანუ, ეს მთლიანად ჩემზეა დამოკიდებული, ჩემ მიერ ინფორმაციის დადასტურებაზე, ან არდადასტურებაზე. მაგალითად, მე რომ ვთქვა, სათამაშო იარაღი იყო, ეს უკვე კანონდარღვევა აღარ იქნება, მაგრამ მე, როგორც პოლიტიკოსმა, არ მინდა, ტყუილი ვთქვა, ამიტომ ამას ვადასტურებ, რომ ეს იყო ცეცხლსასროლი იარაღი და ამავე დროს ვადასტურებ იმასაც, რომ ჩემი მოქმედება არ შეესაბამებოდა „შეკრებისა და მანიფესტაციების კანონს“,- განაცხადა კახიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში 15 საათზე უნდა გამოცხადდეს.

საქმე ეხება პალიტრა ნიუსის მიერ გავრცელებულ კადრებს „ევროპული საქართველოს“ 23 ივლისის მსვლელობიდან, სადაც ჩანს, რომ კახიძე ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა აქციაზე. აღნიშნულ ფაქტზე თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლისა და 239 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე.

ანა მებურიშვილი

რუსთავში ხარმა ბავშვებს გადაუარა

13 ივლისი, 2020 , 16:01

რუსთავში, ბერიტაშვილის ქუჩაზე, ხარმა ორი ბავშვს გადაუარა. მცირეწლოვნები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მსხვილფეხა საქონელი, სავარაუდოდ, ფერმიდან გაიქცა. ის ხანდაზმულ ქალსაც დ

გიორგი ვაშაძე ავტოიმპორტიორებთან დაკავშირებით მთავრობას 3 მოთხოვნით მიმართავს

13 ივლისი, 2020 , 14:37

დაუყოვნებლივ დაიწყეთ მუშაობა იმ ქვეყნებთან, საიდანაც ჩამოდიოდნენ ძირითადი მყიდველები საქართველოში, მიეცით ე.წ. კოვიდ პასპორტი, რათა შემოვიდნენ ქვეყანაში და შეძლონ ავტომობილების შეძენა. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შ

საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არის - ილია მეორე

13 ივლისი, 2020 , 14:21

ჩვენ, როდესაც ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე აწმყოზე და მომავალზე, ვრწმუნდებით, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებულ მფარველობის ქვეშ არის, ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლ

დღეიდან დასაშვები გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ღია სივრცეში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე კი დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა

13 ივლისი, 2020 , 13:16

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შე

ქუთაისის აეროპორტიდან აბუ დაბის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები შესრულდება

13 ივლისი, 2020 , 12:29

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე პირველად, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ აღნიშნულია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების&ldqu

კორონავირუსის ცხრავე ახალი შემთხვევა შემოტანილია - მარინა ეზუგბაია

13 ივლისი, 2020 , 11:33

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ცხრავე ახალი შემთხვევა შემოტანილია. მისივე თქმით, მათ კორონავირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდასტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე