უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

16 აპრილი, 2018 17:30
font-size

ფოთში მალთაყვის უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმა განიხილეს

მალთაყვის უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით მომზადდა, 16 აპრილს ფოთში საჯარო შეხვედრაზე განიხილეს.

პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძე და დეპარტამენტის ექსპერტ-კონსულტანტი კახა ნიაური ესწრებოდნენ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №632 განკარგულების შესაბამისად, ფოთში მალთაყვის უბნის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით ეკონომიკის სამინისტრომ საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შესარჩევი კონკურსი გასულ წელს გამოაცხადა, სადაც გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,ურბანიკა.“

ამ ეტაპზე დასრულდა აღნიშნული დოკუმენტაციის მომზადების მეორე ეტაპის სამუშაოები და მიმდინარე წლის 16 აპრილს ქალაქ ფოთში ჩატარდა აღნიშნული დოკუმენტაციის საჯარო განხილვა. ავტორთა ჯგუფმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო განხილვის პროცესში და საერთო ჯამში, მოსახლეობის მხრიდან დადებითად იქნა აღქმული წარმოდგენილი პრეზენტაცია.

ზუგდიდში 3 მოსწავლე აზიური ფაროსანას შესაწამლი ნივთიერებებისგან მოიწამლა

23 მაისი, 2018 , 17:50

ზუგდიდში, ურთის საჯარო სკოლაში 3 მოსწავლე აზიური ფაროსანას შესაწამლი ნივთიერებებისგან მოიწამლა. როგორც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ინტოქსიკაციით სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა 3 მოსწავლე შემოიყ

ატენის ხეობაში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

23 მაისი, 2018 , 13:30

ეროვნული სატყეოს სააგენტოს, შიდა ქართლის სატყეოს სამსახურის თანამშრომლებმა, გორში, ატენის ხეობაში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.  სამართალდამრღვევმა, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტო

კლასელის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს 14-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

23 მაისი, 2018 , 12:50

კლასელის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ივა ტორაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდებულს გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით

ქუთაისის საბავშვო ბაღში ქვეწარმავლები აღმოაჩინეს, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

23 მაისი, 2018 , 11:50

ქუთაისის #17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. მიზეზი ბაგა-ბაღის ტერიტორტიაზე აღმოჩენილი ქვეწარმავლებია. როგორც საბავშვო ბაღის თანამშრომლები ყვებიან, ,,ორი-სამი ქვეწარმავალი ბაღის ეზოში მათ იმ დროს შენიშნეს, რ

იგოეთის მონაკვეთზე ერთმანეთს 2 ტრაილერი შეეჯახა

23 მაისი, 2018 , 11:10

გვიან ღამემდე იყო მოძრაობა პარალიზებული ცენტრალურ მაგისტრალზე დასავლეთის მიმართულებით. ამის მიზეზი იგოეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა. ერთმანეთს 2 სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა და აალდა. ტრაილერებიდან

სოფელ ლაფანყურთან მიწისძვრა მოხდა

22 მაისი, 2018 , 13:00

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურთან მიწისძვრა მოხდა.  სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 2,9 მაგნიტუდა იყო. როგორც სეისმოლოგები ამბობენ, სტიქიის ეპიცენტრი ლაფან