უკან
საზოგადოება
22 მაისი, 2017 13:10
ფოთში მსუბუქი ავტომანქანა საეჭვოდ მიიჩნიეს და გამნაღმებელი გამოიძახეს
ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გამნაღმებელი გამოიძახეს. - ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვი გამოიწვია მსუბუქმა ავტომანქანამ. ის კონტროლის ზონაში გადაიყვანეს.
გეზ-ის საბაჟოს ხელმძღვანელის, დავით კლიმენკოს განცხადებით, ჯერჯერობით არ დასტურდება, რომ მანქანაში რამე საშიში ნივთი იმალება.
ანა მებურიშვილი