უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

8 თებერვალი, 2018 10:25
font-size

ფოთში ორსართულიანი სახლი დაიწვა, არის მსხვერპლი

ფოთში, დუმბაძის ქუჩაზე ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. დამწვარია შენობის ორივე სართული.

შედეგად ხანდაზმული მამაკაცი გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

„გამოძახებისთანავე მივედით შემთხვევის ადგილზე. სახლში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს სამედიცინო დახმარება გავუწიეთ. ხანდაზმული მამაკაცი კი გარდაცვლილი დაგვხვდა“,- აღნიშნა გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგე ექიმმა ლაურა ჯახაიამ.

განადგურებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით დაიწყო.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ბაღდათში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

27 იანვარი, 2021 , 12:25

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებს ქალაქ ბაღდა

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად

26 იანვარი, 2021 , 11:26

საქართველოს ბანკი ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას განაგრძობს. მეღვინეობის პროექტის მხარდასაჭერად, ბანკმა 100,000 ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხელვაჩაურის რაიონის სოფელ განახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დმანისში შვეიცარიული აგროსკოლა გაიხსნება

25 იანვარი, 2021 , 14:30

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით არაერთ პროექტს უჭერს მხარს. მათ შორისაა შვეიცარიული სტანდარტების მიხედვით შექმნილი აგროსკოლაც, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს. მათივე თქმით, პროექტის

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

23 იანვარი, 2021 , 17:35

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხში - ერთმანეთს ოპელის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც, ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა; დაშავდა სამი მგზავრი. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, დაზარა

ოპოზიციის სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს

23 იანვარი, 2021 , 17:10

დღეს ბათუმში აქციაზე მისულ აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს, ნაგვის ურნით თავზე ნაგავი დააყარეს და შეძახილებით "მონა", "მოღალატე" დაატოვებინეს ტერიტორია. როგორც "ალტერნატივას" წევრი მზია ქ

ბათუმში, ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ

23 იანვარი, 2021 , 14:39

"ბეტონყმობა", "ნუ გვაბრუნებთ გამოქვაბულში", "ხელები შორს ჩვენი ქალაქისგან",- ამ ლოზუნგებით ბათუმის ბულვარში, ადგილობრივებმა ქალაქის მთავარ რეკრეაციულ ზონაში 16-სართულიანი სასტუმრო "ამბასადორის" მშენებლობა გააპროტესტეს. მ