უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 მარტი, 2022 19:52
font-size

ომით ხელის მომთბობი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა უცვლელია - გიორგი ჩაკვეტაძე

თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ უკრაინელ ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და განაცხადა, რომ საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე აგრესია.

„მინდა მშვიდობა ვუსურვო მოძმე უკრაინელებს. ბოროტებასა და სიკეთეს შორის ბრძოლაში დარწმუნებული ვარ, ისევ სიკეთე გაიმარჯვებს და ევროპის კონტინენტზე მშვიდობიანი განვითარება გაგრძელდება.

მძიმეა უყურო კადრებს, თუ როგორ ბომბავს რუსეთი ისტორიულ ქალაქებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, კლინიკებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ეს არის შუა საუკუნეების დაუნდობელი აგრესია 21-ე საუკუნეში.

საქართველომ, ბოლოს წლების განმავლობაში გამოიარა არაერთი ომი, ტერიტორიების ოკუპაცია, ეკონომიკური გაჭირვება. მეტიც, თაობებმა იბრძოლეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის - ჩვენი ევროპული არჩევანისთვის!

ამ ევროპული არჩევანის კიდევ ერთ დადასტურებაა ისტორიული დოკუმენტი, რომელიც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 3 მარტს გააგზავნა,“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ომით ხელის მომთბობი პარტია უწოდა, რომლის ხელწერაც უცვლელია.

„როგორც ჩანს, რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის გარდა, დესტრუქციული, ავანტიურისტი და ომით ხელის მომთბობი ნაციონალური მოძრაობის ხელწერაც უცვლელია. ყოველდღიურად ვხედავთ მასშტაბურ დეზინფორმაციასა და პროვოკაციებს. ამ ხალხის პარტია არის მე-5 კოლონა 21-ე საუკუნის საქართველოში.

ამ ხალხმა ტერიტორიები და ეკონომიკის დიდი ნაწილი ჩააბარა რუსეთს. ამ ხალხმა ევროსაბჭოს რეზოლუციით საქართველოს დასდო ბრალი 2008 წლის ომში. ამათთვის, თუკი ხელისუფლებაში არ არიან ყველაფერი წყალსაც წაუღია.“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

მან საკრებულოს სხდომის მონაწილეებს რეზო ჩომახიძის ფოტო აჩვენა, რომელიც როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ სახედ წარადგინა.

„ორი დღის წინ რეზო ჩომახიძე რუსეთის ერთ-ერთი დიდი წყალბურთის კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ეს მინიმუმ ორმაგი სტანდარტია, როცა დემაგოგიით გვიბრუნდებით და გვეუბნებით, რომ სანქციებს არ უერთდება საქართველო.

ჩვენ ვდგავართ კიევის, მარიუპოლის, ხერსონის, ხარკოვის, ყველა უკრაინული ქალაქისა და უკრაინელი ხალხის გვერდით! დიდება უკრაინას!“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი