უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 ივლისი, 2021 19:21
font-size

ფრაქცია `ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის` საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თუ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული შედეგის დადგომის შემდეგ „ქართული ოცნება“ მაინც შეეცდება თავი აარიდოს სრულად პროპორციული ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები დავტოვებთ პარლამენტს, - ამის შესახებ ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" განცხადებაშია ნათქვამი.

“ნათქვამი სიტყვების უკან წაღება ოცნების ხელწერაა. ამჯერად შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ სიტყვის უკან წაღება დადგა დღის წესრიგში. ამისათვის, ოპოზიციამ: კიდევ უფრო მეტი შემართებით, ფართო ფრონტით და ეფექტიანი კოორდინაციით უნდა ვიბრძოლოთ რეფერენდუმად ქცეულ ადგილობრივ არჩევნებზე და ჯამურად მოვიპოვოთ 57%-ზე მეტი; მჭიდრო კოორდინაციით და აქტიური მუშაობით უნდა გავამაგროთ დასავლეთში არსებული ცალსახა მხარდაჭერა; ქართველ ხალხს და საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, რომ ოცნებას არავითარ შემთხვევაში არ გავატანინებთ თავისას და არ შევეგუებით სამარცხვინო ხელისუფლებას, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზადაა ევროატლანტიკურ ორბიტას მოწყვიტოს ქვეყანა.

ვაცხადებთ, რომ თუ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული შედეგის დადგომის შემდეგ „ქართული ოცნება“ მაინც შეეცდება თავი აარიდოს სრულად პროპორციული ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები დავტოვებთ პარლამენტს და, დარწმუნებული ვართ, ეს იქნება სრულიად ოპოზიციის გადაწყვეტილებაც; ეს იქნება ვადამდელი არჩევნებისკენ გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯი. განსხვავებით 2020 წლის ნოემბრისა, ამჯერად მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მოთხოვნის შესრულებას უზრუნველყოფს შარლ მიშელის შეთანხმების ერთგული საერთაშორისო საზოგადოების ასევე მკაფიო მხარდაჭერა. ასეთი ცალსახა და ერთსულოვანი საშინაო და საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ მოქცეული პოლიტიკურ - სამართლებრივი ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე ერთპარტიული პარლამენტი აუცილებლად დაიშლება და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.

სწორედ ეს უნდა იყოს ოპოზიციის ეფექტური პასუხი ოცნების მზაკვრულ გეგმაზე. პარლამენტის დატოვების მზაობა ახლავე თუ არ გამოვაცხადეთ, საზოგადოების ნაწილში არ იქნება სათანადო მოტივაცია და დასავლელი პარტნიორების ნაწილმაც შეიძლება ჩათვალოს, რომ საბოლოოდ ოცნებას მაინც თავისას გავატანინებთ.

დღეს არის ბრძოლა არამხოლოდ მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის, არამხოლოდ ვადამდელი არჩევნებისთვის, არამედ დღეს არის ბრძოლა რუსეთის ორბიტაზე ქვეყნის უვადოდ დაბრუნების მცდელობის წინააღმდეგ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ დღეს, ყველა ევრო-ატლანტიკური საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ამოცანების გარშემო უნდა გაერთიანდეს. ამ ხელშეკრულებამ გზა გაუხსნა ქვეყანაში ხელისუფლების დემოკრატიული არჩევნებით შეცვლას და ჩვენს ევროპულ მომავალს. შეთანხმების შესრულებაზე უარი, ჩვენი ევროპული არჩევანის უარყოფაა, შესაბამისი პოლიტიკური შედეგებით”, - აღნიშნულია განცხადებაში.

კახა კალაძეს მოუწევს პასუხი გასცეს კითხვას, რატომ იწერდა ეკლესიის წინააღმდეგ ყველაფერს, რატომ აგროვებდა კომპრომატებს - ნიკა ობოლაძე

16 სექტემბერი, 2021 , 14:41

უკვე მესამე დღეა ჩვენ ვიცით, რომ მრავალი ათეული ათასი ფაილი არსებობს, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ და ამაზე პასუხი არ არის, თუ რატომ აკეთებდნენ ამას. „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად დაადასტურა ამ ჩანაწერები

ვახტანგ გომელაური კარლ ჰარცელს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა

16 სექტემბერი, 2021 , 11:23

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელთან, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართ

„საჭიროა მსხვერპლი“, „შეიძლება ქილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება“, ეს არის ფრაზები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ახალგაზრდული ფრთის ჩატებიდან ჟონავს - ირაკლი კობახიძე

15 სექტემბერი, 2021 , 17:31

რადიკალური ოპოზიცია პრაქტიკულად არ ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, არ აქვს საარჩევნო პროგრამები, არ ხვდება და არ ესაუბრება ხალხს. აშკარაა, რომ მათი საარჩევნო სტრატეგია, თავიდან ბოლომდე, პოლიტიკური პროცესების ხელოვნურ პო

მოვითხოვთ პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიების პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები – ბექა ლილუაშვილი

15 სექტემბერი, 2021 , 15:12

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაში სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვს. "ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ იმ მასალების ა

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ გუნდს „ლელოს“ მერობის კანდიდატმა და ათივე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, თბილისის განვითარების მარშალის 9-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა

15 სექტემბერი, 2021 , 13:50

პარლამენტში ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ გუნდს „ლელოს” მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა და ათივე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, თბილისის განვითარების მარშალის 9- პუნ

`ქართული ოცნების` „კაგებეშნიკური“ სისტემის პოლიტიკური ხელმძღვანელები და დამკვეთები უმკაცრესად დაისჯებიან - მამუკა ხაზარაძე

15 სექტემბერი, 2021 , 12:34

"ქართული ოცნების" „კაგებეშნიკური“ სისტემა, რომელიც პოლიტიკურ, სამოქალაქო, ჟურნალისტურ და ბიზნეს საქმიანობაში ხელის ფათურთან ერთად საეკლესიო ცხოვრების და აღსარების საიდუმლოების საკრალურ სფეროსაც მისწვდა, დაუყო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი