უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 იანვარი, 2017 17:15
font-size

ფრაქცია `ნაციონალური მოძრაობის` რეგისტრაციას საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე მხარი დაუჭირეს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო ფრაქციის - „ნაციონალური მოძრაობა“ რეგისტრაციის საკითხი განიხილა.

ფრაქციის შექმნისა და რეგისტრაციის თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართულ განცხადებაში ფრაქციის შემადგენლობა შემდეგი სახითაა წარმოდგენილი:
1. რომან გოცირიძე - ფრაქციის თავმჯდომარე;
2. სალომე სამადაშვილი - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე;
3. თინათინ ბოკუჩავა - ფრაქციის მდივანი;
4. ნიკანორ მელია - ფრაქციის წევრი;
5. კობა ნაყოფია - ფრაქციის წევრი;
6. აზერ სულეიმანოვი - ფრაქციის წევრი.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა აღნიშნა, განცხადებას ერთვის ფრაქციის სხდომის ოქმი, ფრაქციის წესდება და პოლიტიკური პლატფორმა. გარდა ამისა, წარმოდგენილია ზემოჩამოთვლილი დეპუტატების განცხადებები საპარლამენტო ფრაქციის „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისათვის“ წევრობიდან გასვლის თაობაზე. დოკუმენტებს შორის არის, ასევე, ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს 2017 წლის 13 იანვარს №1 სხდომის ოქმის ამონაწერი, რომლითაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს - დავით ბაქრაძეს, ირაკლი აბესაძეს, სერგო რატიანს, გიორგი კანდელაკს, ლელა ქებურიას, აკაკი ბობოხიძეს, გიორგი ბოკერიას, ირმა ნადირაშვილს, მამუკა ჩიქოვანს, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ლაშა დამენიას, ხათუნა გოგორიშვილს, თენგიზ გუნავას, ზაზა კედელაშვილს, გიორგი წერეთელს და გიორგი ღვინიაშვილს 2017 წლის 12 იანვრიდან შეუწყდათ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრობა“ და, იმავდროულად, პარტიაში დაკავებული თანამდებობები.

კომიტეტი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად შეესაბამება “საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის” მოთხოვნებს ახალი ფრაქციის დასარეგისტრირებლად. კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა ბიუროს წარედგინება.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ძალიან მალე გათავისუფლდება - ნინო ბურჯანაძე

6 დეკემბერი, 2019 , 10:50

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოსკოვში ყველა შეხვედრაზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ისაუბრა. როგორც ბურჯანაძე საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო საუ

საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილეს

6 დეკემბერი, 2019 , 10:50

საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილეს. დავით ზალკალიანის და აურელიო ჩიკოის შეხვედრა ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმ

ბრატისლავაში ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორების ერთობლივ განცხადებას მოეწერა ხელი

5 დეკემბერი, 2019 , 14:40

სლოვაკეთში, ბრატისლავაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირთან სამი ასოცირებული ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ევროპული ინტეგრაციის შესახებ ერთობლივ

ცალკეული პოლიტიკოსების ვიზიტები ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან ზიანს აყენებს ქვეყანას და ემსახურება ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესს - მოძრაობა `ქვეყნის სამსახურში` (`სირცხვილია`)

5 დეკემბერი, 2019 , 11:20

ცალკეული პოლიტიკოსების ვიზიტები რუსეთში ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან კონფიდენციალური მოლაპარაკებებისთვის ზიანს აყენებს ქვეყანას, პროპორციული არჩევნების მოთხოვნის გარშემო გაერთიანებული საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალე

დავით ზალკალიანი ეუთო-ს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

4 დეკემბერი, 2019 , 17:45

4-6 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით ბრატისლავას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ეუთოს 26-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიაში. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საგარ

`დააყადაღონ მათ ბანკებში არსებული ბიძინა ივანიშვილის ანგარიშები და და აიძულონ დიქტატორს დათმოს ძალაუფლება`

4 დეკემბერი, 2019 , 17:05

,,ჩვენს ქვეყანაში მოვლენები უაღესად საშიში სცენარით ვითარდება. დიქტატორად გადაქცეული ოლიგარქი ამზადებს ომს, საკუთარ ხალხთან,”- ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. შალვა ნათე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`