პოლიტიკა


ფრაქციის შექმნას არ ვაპირებ, ესაა მტკნარი სიცრუე - ბექა ნაცვლიშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა უარყო ინფორმაცია, რომ ის ახალი ფრაქციის შექმნას აპირებს.
დეპუტატის შეფასებით, ესაა ტყუილი და ამ თემაზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს.
„რაც შეეხება ჩემ მიერ ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ამაზე შემიძლია ცალსახად განვაცხადო, რომ არის ტყუილი, მტკნარი სიცრუე. „სოციალ-დემოკრატებს“ გვაქვს ჩვენი ფრაქცია, ეს არის ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატები“. აქედან გამომდინარე, ამაზე ნებისმიერი სპეკულაცია უნდა დაასრულოს“,– გთქვა ნაცვლიშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის შიგნით 2 ახალი ფრაქცია იქმნება, რომელიც წარდგენილი იქნება პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე. ამ გადაჯგუფების შედეგად უმრავლესობის რიგებში 8 ფრაქცია ჩამოყალიბდება.
სავარაუდოდ, ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელი ბიძინა გეგიძე იქნება, ხოლო მეორე ფრაქციის თავმჯდომარე გოჩა ენუქიძე გახდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

მუხთარლისა და ჩაბუქის საქმეები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშში მოხვდა
22 აპრილი, 2018 , 09:00

აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზეა ყურადღება გამახვილებული
21 აპრილი, 2018 , 17:40

მუხთარლისა და ჩაბუქის საქმეები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშში მოხვდა
21 აპრილი, 2018 , 17:00

2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება - ირაკლი კობახიძე
21 აპრილი, 2018 , 17:00

საქართველო და აზერბაიჯანი განათლების კუთხით მჭიდროდ ითანამშრომლებენ
21 აპრილი, 2018 , 17:00

„საპარტნიორო ფონდს“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხუპეის პროვინციის კომერციის დეპარტამენტის თავმჯდომარე ეწვია
21 აპრილი, 2018 , 17:00