უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 აპრილი, 2017 09:00
font-size

Freedom House-ის შეფასებით, მედიათავისუფლების მხრივ საქართველო 50 ქულით ნაწილობრივ თავიუსფალი ქვეყანაა

საერთაშორისო არასამთვარობო ორგანიზაცია Freedom House, 2017 წლის მედიის თავისუფლების რეიტინგს აქვეყნებს. ქვეყნები სამ კატეგორიად არიან დაყოფილი: თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი და არათავისუფალი. საქართველომ 0-დან (საუკეთესო) 100 ქულამდე (ყველაზე ცუდი) რანჟირებაში 50 ქულა მიიღო და ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიგში მოხვდა.

წინა წელთან შედარებით საქართველოში მედიათავისუფლების მაჩვენებელი ერთი ქულით გაუარესდა. ქვეყანამ ერთი ქულით მეტი მიიღო პოლიტიკური გარემოსთვის - 21/40-დან, მაშინ როცა 2016 წელს ამ კრიტერუმით საქართველოს 20 ქულა მიანიჭეს.

საკანომდებლო გარემოსთვის საქართველომ 30-დან ( ყველაზე ცუდი) ქულიდან 13 მიიღო, ხოლო ეკონომიკური გარემოსთვის 30-დან 16 ქულა.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, სომხეთი (63 ქულით), აზერბაიჯანი(90 ქულით), რუსეთი (83 ქულით) და თურქეთი (76 ქულით) არათავისუფალ ქვეყანათა კატეგორიაში მოხვდნენ, ხოლო უკრაინა (ყირიმის გამოკლებით, რომელიც 94 ქულით არათავისუფალ ქვეყანათა რიცხვში მოხვდა) 53 ქულით ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა.

Freedom House-ის რეიტინგით, მედიათავისუფლების კუთხით ყველაზე კარგი მდგომარეობაა ნორვეგიაში ( 8 ქულა 100-დან).

არასამთავრობოს ანგარიშის თანახმად, პრესის თავისუფლების ხარისხი თავის ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია ბოლო 13 წლის განმვალობაში, რომლის ერთ-ერთი მიზეზი ავტორიტარული რეჟიმების მიერ მედიაზე დამყარებული კონტროლია, რაც ამ ქვეყნების საზღვრებსაც სცდება. იზრდება სახელმწიფოს ჩარევა მედიაგარემოში ისეთ ევროპულ ქვეყნებში, როგორიცაა პოლონეთი და უნგრეთი.

გარდა ამისა, მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 13% ცხოვრობს მედიათავისუფალ ქვეყნებში, ხოლო 45% იმ სახელმწიფოებში, სადაც მედიათავისუფლება დაცული არაა. აზერბაიჯანისა და ყირიმის გარდა ტოპ-10 ყველაზე არათავისუფალ ქვეყანათა რიცხვში შედის კუბა, ეკვატორიული გვინეა, ერიტრეა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, სირია, თურქმენეთი და უზბეკეთი.

ანა მებურისვილი

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი