უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 თებერვალი, 2017 12:45
font-size

„Freedom House“-მა საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა

საერთაშორისო ორგანიზაციამ „Freedom House“-მა ანგარიში „თავისუფლების ხარისხი მსოფლიოში 2017“ გამოაქვეყნა. საქართველომ 100-დან 64 ქულა აიღო და ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში შევიდა. ქვეყანამ 2016 წლის მაჩვენებელი შეინარჩუნა.

საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასების თანახმად, მედიის თავისუფლების ხარისხი ქვეყანაში ნაწილობრივ თავისუფალია, ხოლო ინტერნეტის- თავისუფალი.

პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით, საქართველომ 3-3 ქულა მიიღო თითოეულ კატეგორიაში.

ანგარიშში ასევეა მითითებულია თავისუფლების ხარისხი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აფხაზეთი 41 ქულით ნაწილობრივ თავისუფალთა კატეგორიაში შევიდა, ხოლო სამხრეთ ოსეთი 11 ქულით არათავისუფალთან შორის აღმოჩნდა.

რაც შეეხება საქართველოს რეგიონის ქვეყნებს, რუსეთი ( 20 ქულით) და აზრებაიჯანი (14 ქულით) არათავისუფალ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნებიან, ხოლო სომხეთი(45 ქ.), თურქეთი(38 ქ.) და უკრაინა(61ქ.)- ნაწილობრივ თავისუფალ სახელმწიფოთა სიაში შევიდნენ.

ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს 195 ქვეყნიდან 87-ს ( 45 %-ს) თავისუფალი ქვეყნების სტატუსი მიაენიჭა, 59 -ს (30%-ს) - ნაწილობრივ თავისუფალის, ხოლო 49 ქვეყანა არადემოკრატიულად იქნა მიჩნეული.

„Freedom House“-ის ანგარიშში წერია, რომ დემოკრატიის მთავარი გამოწვევა მსოფლიოში ნაციონალისტური და პოპულისტური ძალების გაძლიერებაა. ანგარიშში ნათქვამია, რომ იმ ქვეყნებშიც ( მაგ. ჩეხეთში, საფრანგეთში, აშშ-სა და ა.შ.) კი, რომლებიც თავისუფალ სახელმწიფოთა კატეგორიაში შედიან, წინა წლებთან შედარებით, უკუსვლა აღენიშნება სამოქალაქო, პოლიტიკური თუ ორივე სახის უფლების მიმართულებით.

ანა მებურიშვილი


საკვანძო სიტყვები:

ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა - კობა გვენეტაძე

23 სექტემბერი, 2020 , 15:55

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა. მისივე თქმით, პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიცი

ბოლნისში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს თავს დაესხნენ

23 სექტემბერი, 2020 , 15:00

ბოლნისში, "ქართული ოცნების" აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციისა და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბებს თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა ჩამოხიეს პლაკატები, დააზიანეს სათვალთვალო ვიდეო კამერები და კედლებზე დაწერეს შეურ

ენმ-ის საარჩევნო კომისიის წევრებს ცრუ მითითებებს სუს-ის დავალებით აძლევდნენ - თინა ბოკუჩავა

23 სექტემბერი, 2020 , 15:00

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, მათ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს რამდენიმე რეგიონიდან, უკანონო და ცრუ დავალებებს აძლევდნა პირი, რომელმაც თავი გააცნო, როგორც გიორგი ნოზაძე. "ენმ-ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევ

სტუ-ის ფაბრიკაციის ლაბორატორიაში ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთი „ინოვაციურ მაგიდად“ გარდაიქმნა

23 სექტემბერი, 2020 , 15:00

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა (ბიზნესინკუბატორი), „5 ინსტალაციის პროექტის“ ფარგლებში, კოვიდპანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანი ინოვაციები განახორციელა, რომელთა შორის ერთ-ერი წარმატებული მოდული &

რევაზ კოპალაძე: ინსტრუმენტები, რომლითაც აღჭურვეს სპეციალური მმართველი და რის გამოყენებასაც აპირებენ, მიმართულია კომპანიის გაკოტრებისკენ

23 სექტემბერი, 2020 , 14:40

„კავკასუს ონლაინი“ საკონსტიტუციო სასამართლოში დავისთვის ემზადება. კომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, „კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი რევაზ კოპალაძე ამბობს, რომ სარჩელის შეტ

„ფორდის“ მარკის 300 მიკროავტობუსი დედაქალაქში ეტაპობრივად შემოვა

23 სექტემბერი, 2020 , 14:20

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიკროავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით 15 ივლისს გამოცხადებული ტენდერი დასრულდა, 18 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან და 300 ერთეული მიკროავტობუსი ეტაპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.