უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 დეკემბერი, 2017 17:15
font-size

ფრიად ვაფასებ თქვენს წვლილს მართლმადიდებელთა ერთობის განსამტკიცებლად შეტანილს - რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს იუბილე მიულოცა

რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქმა კირილემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრების 40 წლის იუბილე მიულოცა. მილოცვის ტექსტი რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა წაიკითხა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ამბიონიდან.

პატრიარქმა კირილემ ილია მეორეს მადლობა გადაუხადა ორ ეკლესიას შორის თანამშრომლობის გამო. ასევე მან აღნიშნა ილია მეორის წვლილი მართლმადიდებელთა ერთობის განმტკიცებაში.

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მრავალი ათეული წლის მანძილზე მე მქონდა თქვენთან თანამშრომლობის ბედნიერება, მათ შორის საერთაშორისო ქრისტიანულ ღონისძიებებში, სადაც თქვენ მტკიცედ იცავდით მართლმადიდებელთა პოზიციებს. ფრიად ვაფასებ თქვენს წვლილს მართლმადიდებელთა ერთობის განსამტკიცებლად შეტანილს. ჩვენ მოგვიწია, გვეღვაწა ადგილობრივი ეკლესიების წინამძღვართა და წარმომადგენელთა შეკრებებზე, კონსტანტინეპოლსა და სხვა მნიშვნელოვან ფორუმებზე, ამ ერთობლივი საქმიანობით ჩვენ მუდამ ვცდილობდით, შეგვანრჩუნებინა სულის ერთობა.

დიდად მადლიერი ვართ თქვენი ძალისხმევისთვის საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის სრულიად განსხვავებულ სფეროებში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. იქნება ეს მომლოცველობა, სტუდენტთა და მეცნიერთა საღვთისმეტყველო გაცვლითი პროგრამები თუ სხვა. წარმატებით დაასრულეთ რა მოსკოვის სასულიერო სასწავლებელი, თქვენ არაერთხელ ბრძანდებოდით ჩვენი ეკლესიის სასურველი სტუმარი, ჩვენი ეკლესიის სამი მეთაურის პატრიარქობისას, ღვთით კურთხეულ ივერიაში კი იღებდით მოსკოვის საპატრიარქოს მრავალ იერარქსა და მრავალ სასულიერო პირს.

ჩვენს ეკლესიაში მხურვალედ უყვარხართ და აფასებენ თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას. ჩვენი ძმური სიყვარულისა და პატივისცემის გულითადი ცნობების წარმოსაჩენად საქართველოში წარმოვგზავნეთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ღირსეული დელეგაცია ნიჟნინოვგოროდისა და აზნამასის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გიორგის ხელმძღვანელობით. რუსული ეკლესიის სისავსისა და პირადად ჩემი სახელით, ლოცვით შევთხოვთ უფალს, მრავალი კეთილი წელი მოჰმადლოს თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას, ასევე პირველ იერარქის ღვაწლში მოგანიჭოთ ღვთის უშურველი შეწევნა, სულიერი და ხორციელი ძალების განმტკიცება და უფლისმიერი სიხარული”, - წერია მილოცვაში.

კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

24 სექტემბერი, 2020 , 17:47

ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია არასაბანკო სექტორთან და ეცნობა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ვითარებას, ასევე, სხვა მიმდინარე საკითხებს. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მორიგი ასეთი შეხვედრა მიკრ

მაშველი, რომელსაც 10 სექტემბერს 55 წელი შეუსრულდა, 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო - დავით ჭიჭინაძე

24 სექტემბერი, 2020 , 17:25

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მეხანძრე - მაშველი, რომელსაც 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო, რადგან ასაკის გამო ვეღარ აკმაყოფილებს პროფე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2897 ლარი გახდა

24 სექტემბერი, 2020 , 17:10

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2897 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2641 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

24 სექტემბერი, 2020 , 16:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. შეხვედრაზე გაიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ელექტრონული პორტალი www.student.moh.gov.ge დღეიდან ამოქმედდა

24 სექტემბერი, 2020 , 16:30

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფას

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში I-VI კლასის მოსწავლეები, ხოლო გორსა და ფოთში ყველა კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში ბრუნდებიან - მიხეილ ჩხენკელი

24 სექტემბერი, 2020 , 16:30

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლი ოქტომბრიდან I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, ხოლო VII-XII კლასებისთვის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.