უახლესი ამბები
- 18.02.2019 17:56იუსტიციის საბჭოს სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს (ვიდეო)
- 18.02.2019 17:50ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
- 18.02.2019 17:50ჩვენ შევეჭიდეთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას - განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმირებას და არა ფრაგმენტულ ცვლილებებს - მიხეილ ბატიაშვილი
- 18.02.2019 17:40ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებულ ვადებში განიხილავს
- 18.02.2019 17:40გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა
- 18.02.2019 16:46ძლიერი ქარის შედეგად ისანში მოგლეჯილმა ხემ 4 მანქანა დააზიანა (ვიდეო)
- 18.02.2019 16:39საპარლმენტო უმცირესობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს
- 18.02.2019 16:30პრემიერ-მინისტრი საქართველოს მიერ გერმანიისთვის დაბრუნებული მე-17 საუკუნის ფერწერული ტილოს დრეზდენის გალერეაში განთავსების ცერემონიას დაესწრო
- 18.02.2019 16:30“იძულებით გადაადგილებული პირები დღესაც იძულებით გადაადგილებაში არ უნდა იყვნენ“ - დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს
- 18.02.2019 16:14კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
არქივი
პოლიტიკა


„ფრიდომ ჰაუსის“ მიერ ჩასწორების ფაქტი მნიშვნელოვანია - თამარ ჩუგოშვილი
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა საერთაშაორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ 2017 წლის ანგარიშში ფაქტების ჩასწორებას, რომელიც ეხება ტელეკომპანია “იმედს“.
ჩუგოშვილის თქმით, აღნიშნული ჩასწორება ადასტურებს მმართველი გუნდის ეჭვს, რომ ანგარიშში შეცდომები იყო გაპარული.
„ეს გასწორებაც ამას ადასტურებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში მსგავსი შეცდომები თავად დასკვნის არასწორობას ან უზუსტობას აღარ შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
ჩუგოშვილმა თქვა, რომ „ფრიდომ ჰაუსი“ საკმაო ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციაა და უმეტესწილად ძალიან კომპეტენტურად მუშაობს, თუმცა მისი მხრიდან საქართველოსთან მიმართებით ფაქტობრივი უზუსტობები და შეცდომები იყო დაშვებული.
მან დაამატა, რომ სამომავლოდ შეუძლიათ, სწორი ინფორმაცია მიაწოდონ ორგანიზაციას.
„ჩვენი მხრიდან სრული მზადყოფნაა, რომ სამომავლოდ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, რათა მსგავს არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით არასწორი დასკვნები არ იყოს გამოტანილი. ჩასწორების ფაქტი მნიშვნელოვანია“, – თქვა ჩუგოშვილმა.
11 აპრილს „ფრიდომ ჰაუსმა“ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად საქართველოში მედიათავისუფლების თვალსაზრისით გაუარესებული ტენდენცია შეინიშნება. ამის დასადასტურებლად ორგანიზაციას რამდენიმე ფაქტი ჰქონდა მითითებული, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის დახურვა. 2 დღეში ორგანიზაციამ ეს შეცდომა აღიარა.
რაც შეეხება „იმედს“, ანგარიშში ეწერა, რომ 2012 წლამდე ტელეკომპანია კრიტიკული იყო მაშინდელი ხელისუფლების მიმართ, თუმცა ვითარება შეიცვალა მთავრობაში „ქართული ოცნების“ მოსვლით. „ფრიდომ ჰაუსის“ დასკვნაში ეწერა, რომ არხი ლოიალურია მოქმედი მმაღტველი გუნდის მიმართ. 14 მაისს ორგანიზაციის ვებგვერდზე შენიშვნა გამოქვეყნდა, რომელშიც „ფრიდომ ჰაუსმა“ „იმედთან“ დაკავშირებით ორი მცდარი ფაქტი აღიარა და სენიშვნით სახით გაასწორა. იქ წერია, რომ „ამ ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში შეცდომით ეწერა, რომ ტელეკომპანია „იმედზე“ საკუთრების უფლება გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაუბრუნა. სინამდვილეში, ტელეკომპანიაზე კონტროლი ოჯახს დაუბრუნა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მას შემდეგ, რაც ის 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა. ასევე, ამ ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში არასწორად იყო აღნიშნული, თითქოს ტელეკომპანია „იმედის“, „მაესტროსა“ და GDS-ის გაერთიანება „შერწყმის“ შედეგი იყო, როდესაც სინამდვილეში ეს კომბინაცია ორი გარიგების შედეგია“.
საკვანძო სიტყვები:

ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებულ ვადებში განიხილავს
18 თებერვალი, 2019 , 17:40

საპარლმენტო უმცირესობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს
18 თებერვალი, 2019 , 16:39

საქართველოს ელჩი საქართველო-იორდანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
18 თებერვალი, 2019 , 16:00

ამ ეტაპზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი არანაირი ცვლილება მომზადებული არ არის - სამინისტრო
18 თებერვალი, 2019 , 15:25

უმრავლესობის წევრები – ანრი ოხანაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს სიტყვერად დაუპირისპირდნენ
18 თებერვალი, 2019 , 15:25

ლევან დავითაშვილი რომში IFAD-ის მმართველი საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდა
18 თებერვალი, 2019 , 14:00