უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

27 ოქტომბერი, 2020 11:00
font-size

“ფრონტის ხაზზე სიტუაცია სტაბილურად დაძაბულია” - აზერბაიჯანი და სომხეთი კონფლიქტის ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ ცნობებს ავრცელებენ

აზერბაიჯანი და სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ ცნობებს ავრცელებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, გასულ ღამეს სომხეთის შეიარაღებული ძალები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ იცავდნენ. როგორც ბაქოში ამბობენ, 27 ოქტომბერს ღამით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ფრონტის ხაზის სხვადასხვა მიმართულებით ცეცხლს სხვადასხვა სახის შეიარაღებიდან უხსნიდნენ. მათივე ცნობით, ცეცხლი გახსნეს ახლომდებარე დასახლებული პუნქტების მიმართულებითაც.

ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ მოწინააღმდეგის მხრიდან შეტევის მცდელობა აღკვეთეს.

„საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა ხოჯავენის, ფიზულისა და გაბუდლის მიმართულებით. შედეგად, აზერბაიჯანის არმიის მიერ განადგურებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების 18-ე მოტომსროლელი დივიზიის სამეთაურო პუნქტი. მოკლულებს შორის არის დივიზიის მეთაური პოლკოვნიკი სერგეი შაქარიანი“, – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე განადგურებულია სამხედრო ტექნიკა. მათ შორის, ტანკები და საზენიტო დანადგარები.

კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროც. მათი ცნობით, ფრონტის ხაზზე სიტუაცია სტაბილურად დაძაბულია.

„მოწინააღმდეგე კვლავაც უხსნიდა ცეცხლს მშვიდობიან დასახლებებს, მათ შორის, ქალაქ მარტუნის, მარდაკერტსა და ასკერანის სოფლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მათ უკვე აქვთ მტკიცებულება, რომ აზერბაიჯანის არმია სხვადასხვა სამხედრო ამოცანის შესასრულებლად თურქულ ავიაგამანადგურებლებს, „ეფ-16“-ებს იყენებს.
1tv.ge

ჯო ბაიდენის გუნდს ხელისუფლების გადაბარების დაწყება შეუძლია

24 ნოემბერი, 2020 , 11:05

ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური სერვისების ადმინისტრაციამ ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აცნობა, რომ სააგენტო მას არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევს და ბაიდენის გუნდს შეუძლია, ხელისუფლების გადაბარების პროცე

სერბეთის პატრიარქი კორონოვირუსით გარდაიცვალა

20 ნოემბერი, 2020 , 13:15

სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონოვირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ინსტაგრამის გვერდზე გაავრცელა. „ჩემთვის პატივი იყო რომ გიცნობიდით. ისეთი ადამიანები, როგორიც თქვ

კორონავირუსის გამო სიღარიბის ზღვარს მიღმა 130 მილიონი ადამიანი აღმოჩნდება - გაერო

20 ნოემბერი, 2020 , 11:25

გაერო-ს პროგნოზით, კორონავირუსის გამო სიღარიბის ზღვარს მიღმა 130 მილიონი ადამიანი აღმოჩნდება. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც გაერო-ს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციამ მოამზადა. დოკუმენტის მიხედვ

თურქეთი: კორონავირუსის 3 316 ახალი შემთხვევა, 94 გარდაცვლილი პაციენტი

17 ნოემბერი, 2020 , 14:20

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 3 316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 94 ადამიანი დაიღუპა. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 3 610 პაციენტი კ

სომხეთი: კორონავირუსის 984 ახალი შემთხვევა, 23 გარდაცვლილი პაციენტი

17 ნოემბერი, 2020 , 13:00

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში „კოვიდ-19“-ის 984 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 23 ადამიანი. ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 38 253 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. პანდემიის გავრცელ

რუსეთი: კორონავირუსის 22 410 ახალი შემთხვევა, 442 გარდაცვლილი პაციენტი

17 ნოემბერი, 2020 , 13:00

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 22 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს 442 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, ქვეყანაში დღეისთვის 461 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი. სულ კი