უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 თებერვალი, 2017 11:50
font-size

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში კვლავ მძიმე ვითარებაა _ სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსების მეთოდოლოგიაში განხორციელებულ ცვლილებებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაფინანსების არსებული მოდელის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელთა ნაწილი, კერძოდ მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებები, უარს აცხადებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართვასა და შესაბამისი მომსახურების გაწევაზე.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 2017 წლის 8 თებერვალს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საგანგებო მონიტორინგი განახორციელეს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრსა“ და „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“. მონიტორინგის მიზანს დაფინანსების ახალი წესის შედეგად სფეროში განვითარებული მოვლენების შეფასება წარმოადგენდა.

დაფინანსების მეთოდოლოგიის შეცვლის შემდეგ, ზოგადი პროფილის საავადმყოფოების მიერ ფსიქიატრიული დახმარების მიწოდებაზე უარის თქმის გამო, 2017 წლის იანვრიდან ფაქტიურად ერთი მესამედით გაიზარდა პაციენტთა მიმართვიანობა. კერძოდ, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს“ 2017 წლის 1 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით 173 პაციენტმა მიმართა, მათგან 152 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია მოხდა.

პაციენტთა რაოდენობა „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშიც“ გაიზარდა, თუმცა, დაწესებულებას, რომელიც გათვლილია 225 საწოლზე, არსებითი პრობლემა არ შექმნია.

მონიტორინგმა აჩვენა, რომ ამ ეტაპზე, დაფინანსების მეთოდოლოგიის ცვლილებას ამ ორი კონკრეტული სტაციონარის მომარაგებაზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცა არც მდგომარეობის გაუმჯობესების რესურსი არსებობს. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2015 წლის ოქტომბერ-ნოემბერში განხორციელებული მონიტორინგის შემდეგ ხსენებულ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრა არ მომხდარა. ამასთან, დაწესებულებების პერსონალი განმარტავს, რომ არსებული დაფინანსების პირობებში აუცილებელი გახდება ხარჯების ოპტიმიზაცია, რაც შეიძლება უარყოფითად აისახოს პერსონალისა და პაციენტების მდგომარეობაზე.

სამწუხაროდ, ფსიქიკური ჯამრთელობის სფეროში კვლავ მძიმე ვითარებაა, რაც დაუყოვნებელ რეაგირებას საჭიროებს. სახალხო დამცველი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ყველა დაინტერესებულ მხარეს დიალოგისკენ მოუწოდებს, რათა მოიძებნოს არსებული პრობლემების გადაჭრის გონივრული გზები, - აცხადებს სახალხო დამცველი.

ეროვნული ბანკი ინოვაციური ფინანსური პროდუქტების ტესტირებისთვის რეგულირების ლაბორატორიას ქმნის

28 მაისი, 2020 , 17:07

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ფინანსური პროდუქტების ხელმისაწვდომობისა და მოხერხებულობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.  საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მხარდა

საქართველოს მთავრობა 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4 პროცენტს ყველა იმ კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე - გიორგი გახარია

28 მაისი, 2020 , 13:50

რა თქმა უნდა, ჩვენ მივმართეთ ძალისხმევა სამშენებლო სექტორის მიმართ და ის პროგრამა, რომლის პრეზენტაციასაც დღეს იქნება, არის აბსოლუტურად რეალისტური და კონკრეტული. ჩამოვთვლი მხოლოდ რამდენიმე პუნქტს ამ პროგრამიდან: საქართველ

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ბონის უნივერსიტეტის პროფესორ შორის პოსტკრიზისულ პერიოდში საზოგადოების განვითარების შესახებ ონლაინ საუბარი შედგა

28 მაისი, 2020 , 12:45

„კოვიდ 19 და ამ რესპირატორული ვირუსით გამოწვეული დაავადება მუდმივად დარჩება ჩვენთან, ჩვენ მას ვერასოდეს გავაქრობთ”, - ამის შესახებ ბონის უნივერსიტეტის შემეცნების თეორიის, ახალი დროისა და თანამედროვე ფილოსოფიი

ნუნუ მიცკევიჩმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა

28 მაისი, 2020 , 12:00

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულების დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონ

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

28 მაისი, 2020 , 11:23

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება. სრ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

28 მაისი, 2020 , 11:19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 738 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge -ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა