უახლესი ამბები
- 08.03.2021 19:11კახა კალაძე ფარულ ჩანაწერზე: მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ
- 08.03.2021 18:08მარტვილის ეპარქიაში დაპირისპირების დროს ხალხი აივნიდან გადმოცვივდა
- 08.03.2021 17:36ყველამ ყველაფერი კარგად იცის, დაავალეს მაშინ ეგინებინათ პატარა ბერა - გია ვოლსკი
- 08.03.2021 16:55მანიაკების ოჯახი მართავს დღეს ქვეყანას - ისნის გამგეობის შესასვლელ კართან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს
- 08.03.2021 16:25„ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად“-ს შინაარსი არ აქვს - ზურაბ ჯაფარიძე
- 08.03.2021 16:25ჩიხში იყვნენ შესულები და მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დამსხდარიყვნენ, მაშინ გამოაგდეს ეს ფალსიფიკაცია - მამუკა მდინარაძე
- 08.03.2021 15:35„ლელო“ ღარიბაშვილის პირისპირ არ დაჯდება – საბა ბუაძე
- 08.03.2021 15:05„ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას, ხელი გაიშვიროს და რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება - გიგი უგულავა
- 08.03.2021 15:05მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია - ხატია დეკანოიძე
- 08.03.2021 15:05საზოგადოებას ნუ გაახსენებენ იმას, რაც დავიწყებული იყო - მიხეილ ყაველაშვილი
არქივი
საზოგადოება


ფსიქიკური სერვისების დაფინანსების ირგვლივ არსებული „აჟიოტაჟის“ უკან კლინიკების ფინანსური ინტერესი დგას - დავით სერგეენკო
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კომენტარი გააკეთა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსების ირგვლივ არსებულ „აჟიოტაჟზე“.
მისი თქმით, მის უკან კლინიკების ფინანსური ინტერესები იმალება.
სერგეენკომ განაცხადა, რომ მწვავე შემთხვევებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი არ შემცირებულა.
მინისტრმა თქვა, რომ მხოლოდ დაფინანსების მეთოდოლოგია შეიცვალა, რადგან ძველი საავადმყოფოებს მანიპულაციების საშუალებას აძლევდა. უწყების მონიტორინგის სააგენტოს ანალიზმა გამოავლინა რამდენიმე შემთხვევა, როცა თვის განმავლობაში მწვავე ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტს არაერთხელ უტარებდნენ მკურნალობას დამატებითი ფინანსების მისაღებად.
“მწვავე შემთხვევების მართვის დროს, როდესაც ქრონიკული დაავადება მწვავდება და პაციენტს აქვს მწვავე ფსიქოზი, ასეთ შემთხვევაში, ის აბსოლუტურ უმრავლესობაში საჭიროებს სტაციონარში მკურნალობას. სტაციონარში მკურნალობის ანაზღაურების მეთოდი იყო ერთი შემთხვევის მართვა ფიქსირებულად იმ ერთი თვის განმავლობაში. კლინიკებში ჩვენმა მონიტორინგმა უტყუარად დაადგინა, რომ არცთუ ისე იშვიათ შემთხვევაში, მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტს სტაციონარიდან წერდნენ დროზე ადრე, ის ამ ერთი თვის განმავლობაში განმეორებით ან განმესამებით შედიოდა იგივე, ან სხვა კლინიკაში, იმისათვის, რომ ამ კლინიკებს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გამოეწერათ ზედმეტი თანხა. ამას აკეთებდნენ პაციენტის უსაფრთხოების ხარჯზე.
მინისტრმა ჟურნალისტებთან ასევე აღნიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსების ირგვლივ განვითარებული მოვლენებისას სამი ჯგუფი გამოიკვეთა.
“რაც შეეხება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, გამოიკვეთა სამი ჯგუფი: ერთი, ადამიანები, რომლებიც რეალურად გულშემატკივრობენ ამ პაციენტებს, თუმცა, არ არიან ყველა დეტალში ჩახედული და ჩვენ სიამოვნებით გავაცნობთ ამ დეტალებს. მეორე, რომლებსაც ამოძრავებთ გარკვეული ხეირი და მესამე, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები, რომლებმაც ოღონდ რაღაც ნეგატივი წამოწიონ ზემოთ,”- აცხადებს დავით სერგეენკო.
შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს თბილისში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შშმ ბავშვთა მშობლებმა და არასამთავრობო სექტორმა საპროტესტო აქცია გამართეს ფსიქიატრიული სერვისების დახურვის გამო.
აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ სამინისტროს გადაწყვეტილებას ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში მწვავე განყოფილებების დახურვის შესახებ, ასევე მწვავე შემთხვევების დაფინანსების 40%-ით შეამცირებას.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მარტვილის ეპარქიაში დაპირისპირების დროს ხალხი აივნიდან გადმოცვივდა
8 მარტი, 2021 , 18:08
„მომისმინე“ - თბილისსა და 10 სხვა ქალაქში 1000 მშობლის მარში იმართება
8 მარტი, 2021 , 17:45

`გამოდი ღირსებისთვის` - ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება
8 მარტი, 2021 , 17:06
მანიაკების ოჯახი მართავს დღეს ქვეყანას - ისნის გამგეობის შესასვლელ კართან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს
8 მარტი, 2021 , 16:55

ვამბობ ადამიანური მორალისა და ღირსების გაგებით, ჩემთვის ბერა უფრო მსხვერპლია, ვიდრე დამნაშავე - გია ხუხაშვილი
8 მარტი, 2021 , 14:15

საქართველოში სექსუალური ძალადობის შემთხვევები წინა წელთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა - საია
8 მარტი, 2021 , 13:00