უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

25 იანვარი, 2018 12:20
font-size

ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებად რეგისტრაცია 12 ივლისამდე უნდა მოასწრონ

"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში 2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი აღარ ითვლება საფინანსო სექტორის დამოუკიდებელ სუბიექტად.

აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

,,რაც შეეხება აღნიშნული კანონის ამოქმედების მომენტისათვის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირებს, მათ, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, 2018 წლის 12 ივლისამდე უნდა უზრუნველყონ საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად დარეგისტრირება ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან (მათ შორის, კომერციულ ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან) საგადახდო მომსახურების აგენტის ხელშეკრულების გაფორმება.

ზემოაღნიშნული 6 თვიანი ვადის ამოწურვამდე კი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების საქმიანობის ზედამხედველობის მარეგულირებელი საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

ამ საკითხთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: nonbank@nbg.gov.ge ან შემდეგ ნომერზე 2 406 406“, - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ისრაელის სახლმა“ ისრაელელ არქიტექტორებსა და ინჟინრებს უმასპინძლა

18 სექტემბერი, 2018 , 13:00

„ისრაელის სახლსა“ და საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატას დღეს ისრაელელი არქიტექტორები და ინჟინრები სტუმრობდნენ. ისრაელელ სპეციალისტთა 30-კაციანი ჯგუფი საქართველოში მეორე დღეა იმყოფება და ქვეყანას ეცნობა. &bdqu

საქართველოში „ვინდჰამის“ პრემიუმ ბრენდი „ვინდჰამ გრანდი“ შემოვიდა

17 სექტემბერი, 2018 , 17:45

თბილისში, ლ. გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი „რიქსოსის“ უნიკალური არქიტექტურის სასტუმროს მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა. ობიექტში განხორციელდა 45 მილიონი დოლარის ინვესტიცია. შენობა მდებარეობს მუზეუმების ქუ

გიორგი ქობულიამ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორთან საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმა განიხილა

17 სექტემბერი, 2018 , 17:45

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის სამდივნოს დირექტორი იანეშ კოპაჩი ხელმძღვანელობს.  შეხ

ფულადი გზავნილები აგვისტოში

17 სექტემბერი, 2018 , 17:30

2018 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 135.6 მლნ აშშ დოლარი, (343.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.4 პროცენტით (13.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. უ

კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას - მიეცეს „ომეგა ჯგუფს“ მუშაობის შესაძლებლობა - `ომეგა ჯგუფი` განცხადებას ავრცელებს

16 სექტემბერი, 2018 , 09:00

,,ომეგა ჯგუფი“ კომპანიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “მოგეხსენებათ, რომ „ომეგა ჯგუფისთვის“ ფინანსური პრობლემები განზრახ არის შექმნილი ხელისუფლების მიერ. ეს გამოწვეული

კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას - მიეცეს „ომეგა ჯგუფს“ მუშაობის შესაძლებლობა - `ომეგა ჯგუფი` განცხადებას ავრცელებს

15 სექტემბერი, 2018 , 11:05

,,ომეგა ჯგუფი“ კომპანიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “მოგეხსენებათ, რომ „ომეგა ჯგუფისთვის“ ფინანსური პრობლემები განზრახ არის შექმნილი ხელისუფლების მიერ. ეს გამოწვეული

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`