უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
საზოგადოება
ფურცელაძის 26 ნომერში მდებარე სახლის საყრდენი კედელი ჩამოინგრა 12.05.2012 16:54

თბილისში, ფურცელაძის ქუჩის 26 ნომერში მდებარე სახლის საყრდენი კედელი ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შენობის კედლის დანგრევის შედეგად უბინაოდ ცხრა ოჯახი დარჩა. მერიის წარმომადგნლები დაზარალებულებთან მოლაპარაკებას აწარმოებენ. მათ უკვე შესთავაზეს ალტერნატიული ფართი. დაზარალებულები შესაძლოა, “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” პროექტშიც მოხვდნენ.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე გაწმენდვითი სამუშაოები მიმდინარეობს.