უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

24 თებერვალი, 2018 13:00
font-size

გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი - ტოივო კლაარი

სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა, გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.

„შეწუხებული ვარ ცხინვალში, ციხეში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებით. გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და ინციდენტთა პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების მოახლოებული შეხვედრა შესაფერისი ფორმატია ფაქტების დასადგენად“, - დაწერა კლაარმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს საოკუპაციო ძალებმა ახალგორის რაიონში არჩილ ტატუნაშვილთან ერთად ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დააკავეს. მომდევნო დღეს ოსურმა მედიამ დაწერა ტატუნაშვილის ცხინვალის საავადმყოფოში გარდაცვალების შესახებ. ოსური მხარე ამტკიცებდა, რომ ტატუნაშვილმა დროებითი განთავსების იზოლატორში გადაყვანისას პოლიციელისგან იარაღის წართმევა სცადა, რის გამოც ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის კიბეებზე დაეცა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა გულის მწვავე უკმარისობით.

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით კი არჩილ ტატუნაშვილი იზოლატორში მოკვდა და ის უკვე გარდაცვლილი გადაიყვანეს ცხინვალის საავადმყოფოში. ის ნაცემი იყო.

ანა მებურიშვილი

სოფელ ჩორჩანასთან, ტყეში საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს - სუს-ი

30 მაისი, 2020 , 16:50

სოფელ ჩორჩანასთან ტყეში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს, პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე ხორციელდება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის ამოქმედებით, – ამის შესახებ საქართველო

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ნაბიჯებთან დაკავშირებით იმსჯელეს

29 მაისი, 2020 , 12:54

28 მაისს გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს.  ქართულმა მხარემ მუდმივი საბჭოს წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ბოლო ორი თვის განმავლო

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - წითელუბნისა და ხურვალეთის სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტები გადაეცა

25 მაისი, 2020 , 15:32

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და კომპანია „გლობალ სელის“ საქართველოს დირექტორი გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი

ოკუპირებული რეგიონიდან გადმოყვანისას პაციენტი გზაში გარდაიცვალა

20 მაისი, 2020 , 14:25

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას, გზაში გარდაიცვალა 63 წლის ახალგორელი ჯუმბერ მილაძე. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, მისი ჯა

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

20 მაისი, 2020 , 14:12

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსე

ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16 მაისი, 2020 , 17:36

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება, კერძოდ ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!