უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

19 დეკემბერი, 2016 14:20
font-size

გაასაჯაროვოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, თუ ვინ განახორციელა ბოლო პერიოდში მილიონიანი ტრანზაქციები -გიორგი ვაშაძე

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიმართავს, რომ გაასაჯაროვოს ინფორმაცია, თუ ვინ, რომელმა კომპანიამ განახორციელა ბოლო პერიოდში მილიონზე მეტი ღირებულების ტრანზაქცია,რამაც ლარის მკვეთრ გაუფასურებას შეუწყო ხელი.

ამის შესახებ ვაშაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მივმართავ ეროვნულ ბანკს, რადგანაც ამას აქვს უკვე დიდი საჯარო ინტერესი: ჩვენ გვაინტერესებს და გახადონ ეს ინფორმაცია საჯარო, თუ ვინ გააკეთა, კონკრეტულად რა კომპანიებმა , რა პირებმა გააკეთეს დოლარსა და ლარს შორის ტრანზაქციები ამ პერიოდში. ვსაუბრობ მსხვილ ტრანზაქციებზე, მილიონზე ზემოთ. ჩემი ინფორმაციით, გარკვეულმა ჯგუფმა ძალიან სერიოზულად ხელი მოითბეს იმ ლარის ვარდნა-გაუფასურებასთან დაკავშირებით, რაც ეხლა ხდება საქართველოში. ამიტომ, ამ საქმით უნდა დაინტერესდეს როგორც გენერალური პროკურატურა, რომელმაც აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ მანამდე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნდა გამოაქვეყნოს მსხვილი ტრანზაქციები: ვინ განახორციელა ყველაზე მსხვილი ტრანზაქციები ამ პერიოდში რაც იწვევს ლარის გაუფასურებას“,-განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ყველაფრის დაფარვა კომერციული საიდუმლოების მოტივით იქნება არასწორი, რადგან საკითხი საზოგადოებრივ ინტერესს შეეხება.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია - ირაკლი კოვზანაძე

23 ოქტომბერი, 2019 , 17:16

„ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 1 % -ით გაზრდის შესახებ საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია, სჯობდა ასეთი ნაბიჯების გადადგმა დაეწყო უფრო ადრე“-ასე

პროკურატურა არის დამოუკიდებელი უწყება, რომელმაც თავად უნდა გააკეთოს განმარტება- გიორგი გახარია

23 ოქტომბერი, 2019 , 16:55

ყველა ის შემთხვევა, სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის, სადაც კანონი ირღვევა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ყოფილ პროკურორ სალომე ადეიშვილთან დაკ

“გივი, ჩვენ ვართ გივი ! ჩვენ ვართ ის ახალგაზრდები, ვისაც მაგრად გვკიდია ეგ შენი მყრალი ოკუპანტი რუსეთი”

23 ოქტომბერი, 2019 , 16:55

გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ ხომერიკს მსახიობი გივი სიხარულიძეც შეხვდა. ამის ამსახველ ფოტოს „ფეისბუქზე“ პარტიის - „კანონი და სამართალი“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ღლონტი აქვეყნებს და წერს: "რუს

„პროგრეს ბანკი“ დღესდღეობით უკვე აღარ არსებობს, ამიტომ შეუძლებელია მისი შემოწმება - კობა გვენეტაძე

23 ოქტომბერი, 2019 , 16:30

არ არის სწორი ინფორმაცია, რომ თითქოს ეროვნული ბანკი ყველა ტრანზაქციის შესახებ ფლობს ინფორმაციას, ეს შეუძლებელია. თითოეული ტრანზაქციის კონტროლი არის თავად ბანკის მოვალეობა, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გ

ქველმოქმედებაზე მსგავსი შეტევის მიტანა არის უსამართლობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ჩვენს ქვეყანაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება განახორციელა - გიორგი გახარია

23 ოქტომბერი, 2019 , 16:30

ქველმოქმედების აქტზე მსგავსი შეტევის მიტანა არის უსამართლო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ორჯერ უსამართლო, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყანას ეხმარება ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენა

ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი არიან ცნობილი მეცენატები - ნათია თურნავა

23 ოქტომბერი, 2019 , 14:20

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ამაზონის ტყეების გადასარჩენად ბერა ივანიშვილის დონაციას გამოეხმაურა. „ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი არიან ცნობილი მეცენატები, ძალიან ბევრი რამ გაუკეთები