საზოგადოება


გაბილეთიანების სისტემის მოდერნიზაციის აუქციონში „საქართველოს ბანკმა“ გაიმარჯვა
თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ აუქციონში „საქართველოს ბანკმა“ გაიმარჯვა. აუქციონში მასთან ერთად „თი ბი სი ბანკი“ მონაწილეობდა.
როგორც მედიანიუსს თბილისის მერიიდან აცნობეს, გამარჯვებული კომპანია თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის შეთავაზებული საუკეთესო ფინანსური წინადადების წარდგენის მიხედვით გამოვლინდა. აუქციონის საწყისი თანხა 10 მილიონ ლარს შეადგენდა. საბოლოოდ, აუქციონზე ვაჭრობის შედეგად, „საქართველოს ბანკმა“ თბილისის მერიას 22,2 მილიონი ლარი შესთავაზა.
აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი სისტემები მაქსიმუმ ერთ წელიწადში უნდა დანერგოს. კომპანია უზრუნველყოფს მეტროში, ავტობუსებსა და საბაგიროში ყველა ტიპის ქართული საბანკო და VISA და MasterCard უცხოური ბარათებით მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის დანერგვას. შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი სალარო აპარატებითა და ვალიდატორებით – ბარათის წამკითხველი აპარატურით აღიჭურვება. ამავდროულად, შესაძლებელი იქნება ბილეთის ნაღდი ფულით შეძენა და სამგზავრო ბარათების გამოყენებაც. შეიქმნება სპეციალური მობილური აპლიკაციები მგზავრობის დაგეგმვისა და ბილეთის შეძენის ფუნქციებით.
მერიის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკი“ შპს „სატრანსპორტო კომპანიას“ ავტობუსების მართვისა და დისპეჩერიზაციის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურავს. მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტში (M3 კატეგორიის ავტობუსებში) ადგილმდებარეობის დადგენის სისტემები დაინერგება, რაც მოძრაობის გრაფიკის კონტროლსა და კორექტირებას უზრუნველყოფს.
დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, უახლოეს ხანში თბილისელებს მგზავრობის საფასურის გადახდისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის თანამედროვე და სრულყოფილი სისტემები ექნებათ, რაც მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობას მეტად კომფორტულსა და მიმზიდველს გახდის.
„საქართველოს ბანკმა“ გაბილეთიანების სისტემის ოპერირების უფლება 10 წლის ვადით მიიღო.
საკვანძო სიტყვები:
დღეს საქართველოში გლოვის დღეა
10 აპრილი, 2021 , 10:40
უკიდურესად დესტრუქციული ძალები მოქმედებენ წესების გარეშე და ემსახურებიან ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების ძალიან საშიშ ამოცანებს - „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორები
9 აპრილი, 2021 , 14:40
ვხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება უწმინდესზე, ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიასა და ტრადიციაზე - გია გაჩეჩილაძე
9 აპრილი, 2021 , 14:40

გთხოვთ, რომ სიჩუმით, სიდინჯით და ერთიანობით პატივი ვცეთ ამ დღეს - სალომე ზურაბიშვილი
9 აპრილი, 2021 , 12:45

ჩემს გატაცებაზე ბრძანება კვირიკაშვილმა ნამდვილად გასცა, თუმცა ის ვერ იზამდა ამას ივანიშვილის ბრძანების გარეშე - აფგან მუხთარლი
9 აპრილი, 2021 , 12:32

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 430, სამეგელო-ზემო სვანეთში - 91, აჭარაში - 62
9 აპრილი, 2021 , 11:20