უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 თებერვალი, 2018 12:40
font-size

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოეპარციისას დაზიანებული ბინების რემონტის, ინვენტარის და ავეჯის ნაწილში კომპენსაციების დარიგება უახლოეს დღეებში მოხდება - ირაკლი ბენდელიანი

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ავტომანქანების ნაწილში 31 დაზარალებული გვყავდა, საიდანაც 29 ოჯახს უკვე მიეცა კომპენსაცია, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა თბილისის მერიაში, სადაც სპეცოპერაციისას დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა.

,,ჩვენ გვყავს ორი ტიპის დაზარალებულები. ადამიანები, რომლებსაც დაუზიანდათ ავტომობილები და ადამიანები, რომლებსაც დაუზიანდათ ბინები და ნივთები. ავტომანქანების ნაწილში 31 დაზარალებული გვყავდა, საიდანაც 29 ოჯახს უკვე მიეცა კომპენსაცია. რაც შეეხება ბინებისა და იქ არსებული ინვენტარის ნაწილს, ველოდებოდით სამხარაულის ბიუროდან ექსპერტიზის დასკვნას“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისი თქმით, ბინების რემონტის, ინვენტარის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ავეჯის ნაწილში კომპენსაციების დარიგება უახლოეს დღეებში მოხდება.

„ჩვენ წინა კვირას მივიღეთ ეს დასკვნა, სადაც ოჯახების მიხედვით დეტალურად არის გაწერილი ხარჯების ოდენობის, ზიანის ოდენობის მიხედვით. გამგეობიდან უკვე გადმოგზავნილია მერიაში ამ ოჯახების განცხადებები და უახლოეს დღეებში მოხდება ამ ოჯახებისთვის კომპენსაციის დარიგება. როგორც რემონტის, ისევე ინვენტარის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ავეჯის ნაწილში.

თვითონ დაზარალებულთა ბინები, რომლებიც მდგრადობის თვალსაზრისით არ იყო ბოლომდე მდგრადი და საჭიროებდა კაპიტალურ გამაგრებას, ამ ნაწილშიც მერიამ სრულად აიღო პასუხისმგებლობა და გამაგრებული გვაქვს. ამასთანავე, თქვენ იცით, რომ ამ კორპუსს ამ სპეცოპერაციამდეც ჰქონდა ავარიული სტატუსი და ამასთან დაკავშირებითაც, სამხარაულში დეტალური დასკვნა გვაქვს გაკეთებული და ამ ნაწილშიც დავიწყებთ სამუშაოებს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

შეგახსენებთ, დედაქალაქის მერიაში, სადაც მთავრობის სხდომა მიმდინარეობდა, ხმაური იყო. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლევან ხაბეიშვილი და ლილე ლიპარტელიანი მერიაში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაზიანებული კორპუსის სამ მცხოვრებელთან ერთად მივიდნენ.

ნინო ექვთიმიშვილი

აგრარულ ბაზრებში მონიტორინგი მიმდინარეობს

2 აპრილი, 2020 , 17:00

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები აგრარული ბაზრების მონიტორინგს ახორციელებენ. შემოწმება ყველა რეგიონისა და დედაქალაქის ბაზრებში ყოველდღიურად მიმდინარეობს. სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდ

დავით ზალკალიანმა საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან მორიგი ვიდეოკონფერენცია გამართა

2 აპრილი, 2020 , 17:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ინდოეთში, ისრაელში, ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბელორუსში, პორტუგალიაში, ჩეხეთში, უნგრეთსა და კვიპროსში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან მორიგი ვიდეოკონფერენცია გა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ კახეთში მოწყობილი ორი საკარანტინო სივრცე 62-მა მოქალაქემ დატოვა

2 აპრილი, 2020 , 15:50

კახეთის მხარეში მდებარე სასტუმრო „პარკ ჰოტელსა“ და „შატო მერეში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საკარანტინო სივრცეები კიდევ 62-

მოვუწოდებ კომპანიების ხელმძღვანელებს, მაქსიმალურად უზრუნველყონ საკუთარი თანამშრომლების დაცვა პირადი ჰიგიენის საშუალებით და თერმოსკრინინგით - ნათია თურნავა

2 აპრილი, 2020 , 15:50

„ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე ნახოს იმ სექტორების და დარგების ჩამონათვალი, რომლებიც საქმიანობას განაგრძობენ, მაგრამ გარკვეული დათქმებით და პირობებით. მათ შორის, ძალიან ბევრ

მთავრობის წევრებს COVID19-თან დაკავშირებით ტესტები, ჯერჯერობით, არ უტარდებათ - პაატა იმნაძე

2 აპრილი, 2020 , 15:50

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის წევრებს COVID19-თან დაკავშირებით ტესტები, ჯერჯერობით, არ უტარდებათ. „ველოდებოდით ახალ ალგორითმს, რომელიც უ

პიკურ სტადიას შეიძლება ველოდეთ აპრილის მეორე ნახევრიდან - ეკატერინე ტიკარაძე

2 აპრილი, 2020 , 15:05

ჩვენ მივიჩნევთ, რომ პიკურ სტადიას შეიძლება ველოდეთ აპრილის მეორე ნახევრიდან, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, იყო მოლოდინი, რომ დაახლოებით 10 აპრილამდე სიტუაცია იქნებოდა მზარდ