უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

9 იანვარი, 2017 18:40
font-size

გაჩეჩილაძის ადვოკატს შემიძლია შევთავაზო, მოვიდეს და რამდენჯერმე წამოვარტყამ - ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გამოძიების მოთხოვნით რატი გაჩეჩილაძის მიერ მისი ცემის საქმესთან დაკავშირებით ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა გაიარა.

მოგვიანებით, გვარამიამ ჟურბალისტებთან საქმის მიმდინარეობის შესახებ კომენტარიც გააკეთა და მუხლის გადაკვალიფიცირების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„გაჩეჩილაძის ადვოკატს შემიძლია შევთავაზო, მოვიდეს და რამდენიმეჯერ წამოვარტყამ, თუ ეს არაფერს არ ნიშნავს და მერე დამაჯარიმონ ადმინისტრაციულად. გაჩეჩილაძეებს ვურჩევდი ადვოკატი გამოცვალონ იმიტომ, რომ ყველაფერი, რასაც ეს ადვოკატი ლაპარაკობს, არის მათ წინააღმდეგ მამხილებელი მასალა. ყველაფერს, რასაც ეს ადვოკატი ლაპარაკობს შინაარსი აქვს, რომ ადგილი აქვს სიძულვილის დანაშაულს, რაც არის მძიმე დანაშაული. ვაწყდებით დევნას სიძულვილით გამოწვეულს და ძალის გამოყენებით.

როდესაც ვსაუბრობ კვალიფიკაციის შეცვლაზე, ვსაუბრობ სწორედ იქიდან გამომდინარე, რასაც ბრალდებული თუ მისი ადვოკატი საუბრობენ საჯაროდ. მე ნადვილად არ შეიძლება ვიცოდე შინაგანი მოტივები რატი გაჩეჩილაძის, მე ეს ვიცი მისივე პირადი განცხადებებიდან და მისი ადვოკატის განცხადებებიდან. ამ განცხადებებიდან კი, ეს კვალიფიკაცია, რომელიც ახლა არის საქმეში, არის მსუბუქი და არის არაადეკვატური. ის არ შეესაბამება რეალობას’’, - აცხადებს ნიკა გვარამია.

ის აბსოლუტურ ტყუილს უწოდებს რატი გაჩეჩილაძის ადვოკატის განცხადებებს რაიმე სახის პროვოცირებასთან დაკავშირებით.

,,აბსოლუტური ტყუილია, რომ რაიმე სახის პროვოცირებას ჰქონდა ადგილი. ჯერ ერთი, მე საერთოდ არ ვიცნობ რატი გაჩეჩილაძეს, არც შემინიშნავს იქ. ეს აბსოლუტურად სხვა დღე იყო ჩემთვის და გაჩეჩილაძე კი არა, საერთოდ არავინ არ გამხსენებია. ვისთან არის საერთოდ ლევან გაჩეჩილაძე, რომ ოდესმე მახსენდებოდეს მისი არსებობა. ვსაუბრობდით ჩუმად, ნორმალურად და ვსაუბრობდით ჩემს პრობლემაზე, მამაჩემის გარდაცვალებაზე და ასე შემდეგ. მეტი რაზე უნდა გვესაუბრა... მე, მართალია, თავდასხმა არ მინახავს, იმიტომ რომ ეს თავდასხმა მოხდა უკნიდან და მიპარვით. მიუხედავად ამისა, მე ვნახე ორი თავდამსხმელი, რომელიც გარბოდა. ამას გარდა, ეს ორი თავდამსხმელი ნახეს ჩემმა ასე ვთქვათ, თანამესუფრეებმა, იქ მყოფმა ჩემმა მეგორბებმა და ნახეს, რომ ორივე იღებდა ამაში მონაწილეობას. მე არავითარი საფუძველი არ მაქვს მათ არ ვენდო. ასე რომ, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ იქ იყო ორი ადამიანი და სახელმწიფო გამოძიებას და ბრალდებას აქვს ვალდებულება, რომ დაადგინოს მეორე ადამიანის ვინაობა,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისათვის: ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

საქმეზე რატი გაჩეჩილაძის ბრალი დღეს ოფიციალურად წაუყენეს.

ნინო ექვთიმიშვილი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 10:00 საათზე გამოცხადდება

11 აპრილი, 2024 , 14:23

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება - ინფორმაციას ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს - "გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი!"-  წერს თამთა

სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

11 აპრილი, 2024 , 14:13

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა. როგორც ორგანიზაციის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი