უახლესი ამბები
- 05.03.2021 21:35მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ეს არაა სავალდებულო, ეს არაა ბედისწერა - თენგიზ ცერცვაძე
- 05.03.2021 20:36დავით გარეჯის თემა კიდევ ერთი ინდიკატორი გახდა იმისა, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი სახალხო დამცველი - გია ვოლსკი
- 05.03.2021 20:26ლიეტუვისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით „მედიატორთა ჯგუფის“ ჩამოყალიბებას აპირებენ
- 05.03.2021 20:13არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს - კელი დეგნანი
- 05.03.2021 19:55კონსტიტუციის 100 წელი - სამოქალაქო საზოგადოების ახალი მანიფესტი რომელსაც `ლელო`, ` სტრატეგია აღმაშენებელი` და ელენე ხოშტარია შეუერთდნენ
- 05.03.2021 19:42„ნამახვანი ჰესის` პროექტი ჯერ მხოლოდ დაწყებულია და ტოვებს სივრცეს, გავითვალისწინოთ გარკვეული მომენტები მისი გაუმჯობესებისთვის - ნათია თურნავა
- 05.03.2021 19:24ოკუპირებული ტერიტორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შემოტანის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
- 05.03.2021 18:32სახალხო დამცველის მიერ სასამართლოში წარდგენილი მოსაზრება არის მიკერძოებული, სუბიექტურად აფასებს ფაქტებს და მტკიცებულებებს - გენერალური პროკურატურა
- 05.03.2021 18:21ეროვნული ბანკი გაცხადებას ავრცელებს
- 05.03.2021 17:251 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3202 ლარი გახდა
არქივი
საზოგადოება


გადაარჩინეთ ერთი კეთილი ადამიანი - მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლმა თეა წულუკიანს მიმართა
დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლმა თუბა ჩაბუქმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართა.
„მოგმართავთ საქართველოსა და ქართველ ხალხზე შეყვარებული ორი შვილის დედა, პედაგოგი თუბა ჩაბუქი. ქალი, რომელიც დღეს მეუღლისა და ოჯახის საბოლოო განაჩენს საქართველოში ელოდება.
ჩემი, ჩემი შვილებისა და მეუღლის, ფიზიკის პედაგოგის, მუსტაფა ჩაბუქის ბედი დღეს თქვენს ხელშია. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, აღასრულოთ სამართლიანობა. მოგმართავთ და მჯერა, რომ თქვენ, როგორც ძლიერი ქალი, რომელიც ქვეყნის სამართლიანობის სადარაჯოზე ხართ, არ დაუშვებთ, საქართველომ გაწიროს ის ადამიანი, რომელიც საქართველოსთვის ყველაფერს დათმობდა.
დღეს ჩვენ თურქეთში არც თავშესაფარი გვაქვს და არც სამშობლო. ჩვენი სახლი ახლა საქართველოა. ჩვენი საბოლოო იმედიც თქვენკენაა მოპყრობილი. მე ჯერ კიდევ არ დამიკარგავს რწმენა და ამ იმედით ველოდები სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას.
მე კარგად მესმის, რა მდგომარებაშია დღეს საქართველო. ვხვდები, რამხელა ტვირთადაც, შეიძლება, იქცა ერთი კეთილი ადამიანი და მისი პატარა ოჯახი ამ ქვეყნისთვის…კარგად ვიცი, რამდენად რთულია, გაუმკლავდე იმ წნეხს, რასაც თურქეთი ახორციელებს. თუმცა მჯერა და ვლოცულობ, რომ სიმართლემ იზეიმოს და ვერაფერმა ვერ მოახდინოს გავლენა სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
დღეს ალბათ თითოეული ქართველი კარგად აანალიზებს, რომ აქ უდანაშაულო ადამიანის ბედი წყდება, ადამიანის, რომელსაც შეეძლო, მხოლოდ სიკეთე ეკეთებინა საქართველოსთვის. 13 ივნისის წყალდიდობის დროს რიგით დამხმარედ მუშაობა, რუსეთთან ომის დროს დევნილების დაბინავება, გაჭირვებული ოჯახების დახმარება, ქართველი ბავშვების სწავლა-განათლებაზე ზრუნვა, სკოლებში არაქართველი ბავშვებისთვის ქართულად სწავლების პროგრამის დაფუძნება, ახალგაზრდა გამომგონებლების ხელშეწყობა - ის მცირედი ჩამონათვალია, რასაც მუსტაფა ჩაბუქი უანგაროდ აკეთებდა საქართველოსთვის და მჯერა, გააგრძელებს კიდეც, თუკი ამის საშუალებას თქვენ მისცემთ.
ქალბატონო თეა, მოგმართავთ თქვენი ქვეყნისთვის გულანთებული ერთი რიგითი ქალი, ქალი რომელსაც ეიმედებით და თქვენი გადაწყვეტილების მოლოდინშია - არ გადასცეთ თურქეთს მუსტაფა ჩაბუქი, რომელსაც თურქეთში წამება და არაადამიანური მოპყრობა ელოდება!
მე უკვე სამშობლო წამართვეს, წამართვეს ოჯახის წევრები და მეგობრები, წამართვეს სახლი, გთხოვთ, ნუ წამართმევთ იმედსაც და ერთს გთხოვთ, მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელსაც ასე ელოდებიან აცრემლებული შვილები... გადაარჩინეთ ერთი კეთილი ადამიანი, რომელიც ცარცით ხელში იცავდა სიკეთეს, სიყვარულსა და ადამინებს შორის მეგობრობას. დაუბრუნეთ ოჯახს მამა, სკოლას - პედაგოგი და საქართველო - მეგობარი. დაგვიბრუნეთ სიკეთის რწმენა! “, - დაწერა თუბა ჩაბუქმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
თურქეთის მოქალაქის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საქმეზე სასამართლო განხილვა 19 თებერვალს გაიმართება.
ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს თურქეთის მხარის მოთხოვნით, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში იყო ჩართული. დაკავებულსა და მის ოჯახს საქართველოს დევნილთა სამინისტრომ ლტოლვილთა სტატუსსზე უარი უთხრა.
დემირელის კოლეჯის ყოფილ მენეჯერს წინსაექსტრადაციო პატიმრობის დრო საქართველოს საპატიმროში 24 თებერვალს უმთავრდება.
საკვანძო სიტყვები:

მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ეს არაა სავალდებულო, ეს არაა ბედისწერა - თენგიზ ცერცვაძე
5 მარტი, 2021 , 21:35
კონსტიტუციის 100 წელი - სამოქალაქო საზოგადოების ახალი მანიფესტი რომელსაც `ლელო`, ` სტრატეგია აღმაშენებელი` და ელენე ხოშტარია შეუერთდნენ
5 მარტი, 2021 , 19:55

„ნამახვანი ჰესის` პროექტი ჯერ მხოლოდ დაწყებულია და ტოვებს სივრცეს, გავითვალისწინოთ გარკვეული მომენტები მისი გაუმჯობესებისთვის - ნათია თურნავა
5 მარტი, 2021 , 19:42

ეროვნული ბანკი გაცხადებას ავრცელებს
5 მარტი, 2021 , 18:21

მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება - თამარ გაბუნია
5 მარტი, 2021 , 18:13

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3202 ლარი გახდა
5 მარტი, 2021 , 17:25