უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 ივლისი, 2018 11:05
font-size

გადაჭრით რაიმეს თქმა და საფრთხეების გამორიცხვა შეუძლებელია - სოზარ სუბარი სტიქიის ზონაზე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, სვანეთში, სოფელ ჭუბერში რთული ვითარებაა, რადგან ერთადერთ ხიდამდე მისასვლელი გზა დაზიანებულია. მინისტრის თქმით, ისინი ფიქრობენ, საიდან შეიძლება გაკეთდეს ალტერნატიული გზა.

მისი ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ნენსკრა ისევ ადიდდა, ხოლო ჭუბერის მოსახლეობის სამი-მეოთხედი მოწყვეტილია დანარჩენ სოფელს.

„დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკაა მობილიზებული და სტიქიის ზონაში ახლაც მუშაობენ. კერძოდ, გაწმენდითი სამუშაოები უშუალოდ მდინარეში მიმდინარეობს და ამ წუთებში ნაშალი მასალისგან იწმინდება ნენსკრას კალაპოტი“, – უთხრა სუბარმა პირველ არხს.

მისი თქმით, გადაუღებელი წვიმა სიტუაციას ართულებს, რის გამოც საფრთხეები მოხსნილი არაა.
„სანამ მდინარე ნენსკრაში წყლის მაღალი დონე შენარჩუნებულია, გადაჭრით რაიმეს თქმა და საფრთხეების გამორიცხვა შეუძლებელია“, -აღნიშნა მინისტრმა.

სუბარის თქმით, ოჯახები, რომელთაც საფრთხე ემუქრებოდათ, ხეობიდან ევაკუირებულები არიან. მან დასძინა, რომ დღეს არ ელოდებიან, რომ დანარჩენი მოსახლეობის ევაკუაციაც საჭირო გახდება.

სინოპტიკოსების ცნობით, 7 ივლისს, დღის პირველ ნახევრამდე მოსალოდნელია საშუალო ინტენსივობის ნალექი, რომელიც 8-9 ივლისს შესუსტდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჭუბერში მასშტაბური სტიქიის გამეორება გამორიცხულია.

ცნობისთვის, ხუთშაბათს უხვი ნალექის გამო მთის დიდი ნაწილი ჩამოიშალა, რასაც მოჰყვა მდინარე ნენსკრას ადიდება. დატბორილია მიმდებარე ტერიტორია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და რამდენიმე სახლი წაიღო.

პაშა ბანკმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

20 აგვისტო, 2019 , 12:44

პაშა ბანკმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმრო „მოქსიში“ საერთო საპრეზენტაციო ღონისძიება გამართეს და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. კონფერენციაზე სპიკერებმა განიხილეს სექტ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საერთაშორისო ტურნირში 9 ოქროს მედალი მოიპოვეს

20 აგვისტო, 2019 , 12:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამართულ ,,მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშებზე“ 9 ოქროს მედალი მოიპოვეს. წელს, საერთაშორისო ტურნირი 8-18 აგვისტოს ჩინეთის სახალხო რე

Fitch-მა საქართველოს რეიტინგი BB სტაბილურ დონეზე შეუნარჩუნა

20 აგვისტო, 2019 , 11:05

Fitch-მა საქართველოს რეიტინგი BB სტაბილურ დონეზე შეუნარჩუნა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს. „საკრედიტო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB ს

საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიების ექსპერტები ერთობლივ აზომვებს განახორციელებენ

20 აგვისტო, 2019 , 11:05

გუშინ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობო კომისიების ექსპერტთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს დელიმიტაციის

„რუსთავი 2“ არ გაიყიდა - ქიბარ ხალვაში

20 აგვისტო, 2019 , 11:05

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ არ გაიყიდა, – ამის შესახებ განცხადებას არხის მფლობელი ქიბარ ხალვაში ავრცელებს. ტელევიზიის აქციების 100 პროცენტის მფლობელი ამბობს, რომ მყიდველი არ გამოჩნდა, ხოლო რთული ფი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს

20 აგვისტო, 2019 , 10:51

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, ფუნიკულიორი 2-ის სატუმბო სადგურში, დღეს ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს