უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 მაისი, 2018 16:25
font-size

გადადგეს დავით ქევხიშვილი - ძიუდოისტთა აქცია ვაკის პარკში

ვაკის პარკში ძიუდოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ. სპორტსმენები მას ერთპიროვნულ მმართველობაში ადანაშაულებენ.

ძიუდოისტთა თქმით, მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი ვარჯიშს შეწყვეტენ და საერთაშორისო შეჯიბრებებში არ იასპარეზებენ.

ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ ორშაბათს ძიუდოისტები აპირებენ ქევხიშვილთან შეხვედრას მედიისა და გულშემატკივრების თანდასწრებით.

„ორშაბათს, სამუშაო დღეს, დღის 12 საათზე ძიუდოისტები მოვდივართ შენთან შესახვედრად ქართველ გულშემატკივრებთან ერთად, ღიად, მედიასაშუალებებთან ერთად. არანაირი დახურული კარი.

ნებისმიერ სპორტსმენს, ნებისმიერ იქ მომუშავე ადამიანს ვთხოვ, ფედერაციის თანამშრომლები იქნებიან, ვიცე-პრეზიდენტები თუ მწვრთნელები, ვისაც სურს ჯანსაღი აზრის მოსმენა, ვისაც სურს სიმართლის გაგება, ორშაბათს 12 საათზე ყველას გელოდებით.

დავით ქევხიშვილს პირადად ვთხოვ, დაგვხდეს იქ და გაგვცეს ამომწურავი პასუხი ყველა კითხვაზე“, - მიმართა ლიპარტელიანმა ქევხიშვილს.

ნაკრების კაპიტანმა წარადგინა დოკუმენტაცია, რომლის თანახმად, სპორტსმენი ხორვატიაში ტურნირზე საკუთარი ხარჯებით იყო წასული.

„ის ადამიანი არ არის ძიუდოსთვის კარგი, მართავს ერთპიროვნულად. უამრავი ბრალდება და ცილისწამება მოვისმინეთ მისგან. იმის მერე, რაც სოციალურ ქსელში მოჰყვა გამოხმაურება, რომ ტურნირზე მე ჩემი ხარჯით მივდიოდი, მომიგზავნა ადამიანი და მითხრა, რომ გთხოვთ, შეიკავოთ თავი ხმამაღალი განცხადებებისგან და ამ ფულს მერე ჩვენ აგინაზღაურებთო. ეს თანხა რამდენიმე თვის მერე ჩაირიცხა. მე რომ საშუალება პირადულად არ მქონოდა, როგორ შევძლებდი ტურნირზე წასვლას,“ - თქვა ლიპარტელიანმა.

აქციის მონაწილეებს შეუერთდა ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური.

„ხედავთ, რამდენი ხალხია გამოსული. ეს კიდევ ზღვაში წვეთია, მთელი საქართველო ფეხზე დგას.

გამოსავალს მე ვხედავ იმაში, რომ დავით ქევხიშვილი და მისი გუნდი, რომელიც არის კლანი, დატოვოს ფედერაცია. ამის შიში მაქვს, რომ ხალხმა, ქართველმა ადამიანებმა არ მოსთხოვონ ისე პასუხი, როგორც კადაფს მოსთხოვეს“, -თქვა ზვიადაურმა.

მოვითხოვთ პარლამენტმა დაუყონებლივ აკრძალოს გვამებით ვაჭრობა და დაჩქარებული წესით მიიღოს ჩვენი კანონპროექტი - ლაშა ჩხარტიშვილი

20 აპრილი, 2019 , 16:45

დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა, პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, მის მიერ მომზადებული კანონპროექტი გამაფრთხილე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს

20 აპრილი, 2019 , 14:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს. უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამოდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენ

მთაწმინდელებში ცალსხად ერთი განწყობაა, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს - შალვა შავგულიძე

20 აპრილი, 2019 , 12:15

ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ამომრჩევლებს ხვდება. შალვა შავგულიძე პეტრიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. როგორც „ევროპული

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს

20 აპრილი, 2019 , 11:12

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათს სრ

ნინო ანანიაშვილი ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი გახდა

20 აპრილი, 2019 , 10:20

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი ევროპა ნოსტრას საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს. „ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი საქართველოში. ევროპა ნოსტრას პრეზ

საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო

19 აპრილი, 2019 , 15:40

საქართველოს მთავრობამ დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიმდინარე

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019