უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ივლისი, 2019 10:00
font-size

გადადგომა ყველაზე მარტივი გამოსავალია, წასვლა ამ მომენტში, ეს არის ჩემთვის პასუხისმგებლობისგან გაქცევა და არა, პასუხისმგებლობის აღება -გიორგი გახარია

„აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, წასვლა ამ მომენტში, ეს არის ჩემთვის პასუხისმგებლობისგან გაქცევა და არა, პასუხისმგებლობის აღება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა, ინგა გრიგოლიამ მინისტრს შემდეგი კითხვა დაუსვა – „რაც გარეთ ხდება, ამ ადამიანების პროტესტი, გამოსვლები გიღირთ თანამდებობად“?
გიორგი გახარიას თქმით, თანამდებობაზე საუბარი არ არის და გადადგომა პასუხისმგებლობიდან გაქცევა იქნება.

„მოდით შევთანხმდეთ ერთ რამეზე და ჩამოვყალიბდეთ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ, რომ არ ვსაუბრობთ თანამდებობაზე. ყველაზე მარტივია ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა. ყველაზე მარტივი გამოსავალია, თუმცა ამასთან ერთად, წასვლა ამ მომენტში, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, ეს არის ჩემთვის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ მისგან გაქცევა. ის, რასაც ეს ახალგაზრდები საუბრობენ, როდესაც გულწრფელად გამოთქვამენ თავის აზრს და რაღაც შეცდომებზე საუბრობენ, მათ ჯერ არ აქვთ გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს იყო სახელმწიფო სამსახურში, რას ნიშნავს საქართველოსნაირ ქვეყანაში იყო შს მინისტრი და რას ნიშნავს, როდესაც შენი ქვეყნის პარლამენტს, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ იყო შტურმით აღებული, კიდევ ერთხელ, მესამედ ესხმიან თავს ფიზიკურად, ჯგუფურად, სისტემურად და ორგანიზებულად; როდესაც ოკუპაციის საფარქვეშ კონკრეტული პოლიტიკოსები ადამიანების ემოციებს გადააქცევენ ფიზიკურ შეტევად პარლამენტის შენობაზე და ინსტიტუციების ნგრევისა და ჩამოშლის მიზნად ცდილობენ შეჭრას პარლამენტში, როდესაც ვერ ხსნიან დღესაც, რა მიზნით და რა უნდა ყოფილიყო შემდეგი ნაბიჯი და შენ, შინაგან საქმეთა მინისტრი ან რომელიმე თანამდებობის პირი დგახარ გადაწყვეტილების წინაშე, რა უნდა გააკეთო, გადაარჩინო შენი იმიჯი თუ შეეგუო რაღაც კომპრომისს ან მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც თვლი, რომ არის სწორი და კანონიერია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ფიზიკური ძალის გამოყენებით პარლამენტში შეჭრით ძალაუფლების შეცვლა ან სხვა სახის პოლიტიკური პრეფერენციის მოპოვება შეუძლებელი უნდა იყოს.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და ვუთხრა ყველას, იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც გარეთ დგანან და სწამთ, რომ სწორ და მართალ საქმეს აკეთებენ, იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებსაც ვხედავდი მათ ზურგს უკან ფონს რომ უმაგრებენ, კონკრეტული პარტიის აქტივისტებს, მინდა, მათ ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაში ფიზიკური ძალის გამოყენებით პარლამენტში შეჭრით ძალაუფლების შეცვლა ან სხვა სახის პოლიტიკური პრეფერენციის მოპოვება შეუძლებელი უნდა იყოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ხვალ თბილისში ებრაული კულტურის ევროპული დღე აღინიშნება

20 ოქტომბერი, 2019 , 16:00

21 ოქტომბერს, 18:45 სთ. თბილისში, სასტუმრო „ვინდამ გრანდში“ (ლ. გუდიაშვილის 3) გაიმართება ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ორგანიზატორია „ისრაელის სახლი“. მესამე

ნათია თურნავამ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი დაშავებული ქალბატონი მოინახულა

19 ოქტომბერი, 2019 , 19:42

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გურამიშვილის გამზირზე დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალბატონი მოინახულა. „კლინიკაში ამ დრომდე რჩება ერთი პაციენტი,

ვამაყობ ამ გადაწყვეტილებით, რომლის ძალა იმერეთმა და ქუთაისმა მომცეს - თეიმურაზ შაშიაშვილი

19 ოქტომბერი, 2019 , 18:32

დღეს 21 - ე წელია, უახლესი ისტორიის ერთ-ერღი დრამატული მოვლენებიდან, როცა ქუთაისთან, გუბისწყალთან აკაკი ელიავას შეიარაღებული ძალები შეაჩერეს და თბილისისკენ არ გამოუშვეს.  იმერეთის მაშინდელი გუბერნატორი თეიმურაზ შაში

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანებს რაც დაუზიანდათ, დავეხმაროთ აღდგენაში-კახა კალაძე

19 ოქტომბერი, 2019 , 16:15

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ეგურამიშვილის 30 ნომრიდან რთ-ერთ სასტუმროში გადაყვანილი ოჯახები მოინახულა. როგორც მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახების გადაყვანა სასტუმროებში ხდება დროებით და იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზა

ჩემი ძირითად ამოცანაა არა 10 წლიან სტრატეგიულ გეგმებზე მუშაობა, არამედ ჩვენი ხალხისთვის ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში დახმარება - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 15:50

პროფესიული, განათლებული, ძლიერი საგანმანათლებლო სისტემა, კარგი სამედიცინო მომსახურეობა, ძლიერი, კეთილსინდისიერი და სამართლიანი სამართალდამცავი სისტემა - ეს ყველაფერი ქმნის ძლიერ სახელმწიფოს, - ამის შესახებ გიორგი გახარია

დღეს ეკონომიკურად ქვეყანა მდიდარი ვერ არის, მაგრამ ჩვენია - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 15:25

დღეს ეკონომიკურად ქვეყანა მდიდარი ვერ არის, მაგრამ ჩვენია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ქართლში, მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფომ ყველანაირი