უკან

საზოგადოება

6 აპრილი, 2018 12:10
font-size

გადაგდეს დიმიტრი ქუმსიშვილი - ტყიბულელი მეშახტეების დაღუპვასთან დაკავშირებით თბილისში 17 საათზე მსვლელობა გაიმართება

დღეს, 17 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან გაიმართება მსვლელობა ტყიბულში, მინდელის შახტში 6 მეშახტის დაღუპვასთან დაკავშირებით.

მსვლელობის ორგანიზატორები, თავის მხრივ, მოითხოვენ, რომ მომხდარის გამო გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და მმართველმა გუნდმა შეცვალოს ეკონომიკური პოლიტიკა.

„2018 წლის გასულ სამ თვეში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად, (სხვადასხვა სფეროში) ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 18 და მძიმედ დაშავდა 12 ადამიანი.

2017 წელს 41 გარდაიცვალა და 66 მძიმედ დაშავდა.

აქედან მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში გასულ 15 თვეში გარდაიცვალა 11 ადამიანი.

ტყიბულში მეშახტეები ყოველდღე სასიკვდილო ომში მიდიან. მათ არ იციან, დაბრუნდებიან თუ არა შინ სამუშაო ადგილებიდან. ამასობაში შპს „ჯი აი ჯი"-ის კომპანია და საქართველოს მთავრობა მუშებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ღირსებას წირავენ საწარმოს საქმიანობას, ამუშავებენ უკიდურესად მძიმე პირობებში: არაა დაცული უსაფრთხოების ბაზისური გარანტიები, ხელფასები კი ძალიან დაბალია. ტყიბულში მცხოვრები ადამიანებისთვის და ოჯახებისთვის ქვანახშირის მაღარო შემოსავლის ერთადაერთი წყაროა და ისინი იძულებულები არია, გარისკონ საკუთარი თავი ექსპლოატაციისთვის, სიცოცხლისა და დასახიჩრების რისკებისთვის.

4 აპრილს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კომპანიის ადმინისტრაცია ცდილობს მომხდარი ტრაგედია დააბრალოს მიწის ქანების მოძრაობას და ის უბედურ შემთხვევად შეაფასოს. თუმცა, მიწის ქანების გააადგილების ფაქტი სპეციალისტების მხრიდან არ ფიქსირდება. ამასთან ამ მსჯელობაში უგულებელყოფილია ბუნების დაზიანების ფაქტორი, რომელიც შეიძლება იყოს არსებითი მიზეზი მსგავსი შემთხვევების. ადმინისტრაციას სურს, მომხდარი ტრაგედია არ დაუკავშიროს შრომის პოლიტიკისა და ინდუსტრიულ ზონებში სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის პრობლემას და გადაფაროს საკუთარი პასუხიმგებლობა და დაასუსტოს პოლიტიკური წინააღმდეგობა.

მშრომელი ადამიანები დღეს საქართველოში განწირულები არიან სიღარიბისთვის, ექსპლუატაციისთვის, დაზიანებისა და გარდაცვალებისთვის. მთავრობის ეკონომიკური ბლოკი ეწინააღმდეგება პროგრესულ პოლიტიკას, რაც მოემსახურება საქართველოში მცხოვრები ადამიანებისა და განსაკუთრებით მშრომელი ადამიანების კეთიდლდღეობასა და სოციალურ სამართლიანობას. ეკონომიკური პოლიტიკა არსებითად გათვლილია ინვესტიციებზე, საიდანაც მიღებული დოვლათი ხმარდება მცირე ეკონომიკურ ელიტებს და არა ადგილობრივ მოსახლეობას.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირ ბლოკავს და შემდეგ აჭიანურებს ქვეყანაში უსაფრთხო და ღირსეული შრომითი პოლიტიკის შემუშავებას. მომხდარ ტრაგედიაზე სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობის ეკონომიკურ ბლოკსა და მის სახეს დიმიტრი ქუმსიშვილს.

მოვითხოვთ:

1.გადაგდეს დიმიტრი ქუმსიშვილი დაკავებული პოლიტიკური თანამდებობიდან და მთავრობის ეკონომიკის გუნდმა არსებითად გადახედოს მის ეკონომიკურ პოლიტიკას. ის უნდა ემსახურებოდეს მოსახლეობის კეთილდღეობას და სოციალურ სამართლიანობას და არა კონკრეტული ბიზნესელიტების ინტერესებს.

2.აუცილებელია ხელისუფლებამ შეიმუშაოს ტყიბულის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ალტერნატიული გეგმა, რაც გულისხმობს ტყიბულის ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირებას, რაც უზრუვნელყოფს მოსახლეობის ნაკლებად დამოკიდებულებას ქვანახშირის წარმოების სისტემაზე.

მოგიწოდებთ ყველას, რომ ხვალ, 6 აპრილსს, 17:00 საათზე, შემოგვიერთდეთ მსვლელობაზე, რომელიც თსუ-ის პირველი კორპუსიდან პარლამენტისაკენ გაიმართება.

ამგვარი უსამართლობა აღარ უნდა განმეორდეს!“, - წერია განცხადებაში.

თბილისში, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

24 აპრილი, 2024 , 12:03

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნი

ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება

24 აპრილი, 2024 , 11:57

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება და საპროექტო განაცხადის შევსება 15 მაისამდე იქ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი