უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ოქტომბერი, 2018 11:30
font-size

გადაიხადოს ის გადასახადები, გადაიხადოს ის ვალები და მერე ვილაპარაკოთ იმაზე, კიდევ რა პრეტენზიები აქვთ მათ მთავრობის მიმართ - გიორგი ქობულია „ომეგა ჯგუფზე“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, „ომეგა ჯგუფის” ბრალდებები მთავრობის მიმართ უკავშირდება იმას, რომ კომპანიამ დავალიანების გადახდას თავი აარიდოს.

„ჩემი აზრით, ერთი ფაქტი არის, რომ კომპანიას აქვს ძალიან დიდი დავალიანება გადასახდელი. ეს არის ძალიან დიდი თანხა, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, ასევე კომერციული ბანკების მიმართ აქვთ უზარმაზარი ვალი. ასეთ შემთხვევაში მგონია, ცოტა უხერხულია, როცა ასეთი ბრალდებები გვესმის. ჩემი აზრით, ეს მიმართულია უფრო იმისკენ, რომ თავიდან აირიდონ დავალიანების გადახდა. დავალიანების გადახდას თავიდან ვერავინ ვერ აირიდებს. ეს არის ეკონომიკისთვის მთავარი.

გადაიხადოს ის გადასახადები, გადაიხადოს ის ვალები და მერე ვილაპარაკოთ იმაზე, კიდევ რა პრეტენზიები აქვთ მათ მთავრობის მიმართ”,- განაცხადა ქობულიამ.

კითხვაზე, გაუჩნდა თუ არა თანაგუნდელების მიმართ შეკითხვები მას შემდეგ, რაც ფარული სატელეფონო ჩანაწერები მოისმინა, მინისტრმა უპასუხა, რომ მას შეკითხვები არ გასჩენია, რადგან მისი რწმენით, კომპანია დავალიანების გადახდისგან თავის არიდებას ცდილობს.

„ვალი რომ არ ჰქონდეს, ვიფიქრებდი, რომ ამ ხალხს არც ვალი აქვთ, ასეთი წესიერი ბიზნესმენები არიან და ასეთ ბრალდებებს გვიყენებენ და მოდით, გავერკვეთ, რაშია საქმე, მაგრამ მოდი, პირველი საკითხი მოვაგვაროთ და როცა მოგვაგვარებთ, მერე ვიფიქროთ სხვა საკითხებზე”,- აღნიშნა ქობულიამ.

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

29 მარტი, 2024 , 11:46

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რინა კალიურანდს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თ

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი