უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 ოქტომბერი, 2020 16:33
font-size

გადახდა მხოლოდ ბარათით და ფეხზე დგომის აკრძალვა - როგორ იმოძრავებს ლურჯი მიკროავტობუსები

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, ვიქტორ წილოსანი ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ მხოლოდ ახალ მიკროავტობუსებში გაუქმდება ნაღდი ანგარიშსწორება და გადახდა მხოლოდ სატრანსპირტო ბარათით იქნება შესაძლებელი. ასევე, აიკრძალება ფეხზე დგომა, რაც მისივე თქმით, მკაცრად გაკონტროლდება.

"ხვალიდან ახალი ქსელის იმპლემენტაცია იწყება!!! რაც იმას ნიშნავს რომ: ქალაქში გაჩნდება ათიდან ერთი დერეფანი რომელიც იმოძრავებს მხოლოდ მისთვის გამოყოფილ ზოლში, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეების სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას. ამოქმედდება სრულიად ახალი, მისი მკვებავი, საუბნო მნიშვნელობის ხაზები, რომელზეც იმოძრავებს ახალი 8, 10 და 12 მეტრიანი ავტობუსები. დაემატება ამ დერეფნის ლოკალური მნიშვნელობის ხაზები, რომელზეც იმოძრავებს სრულად ახალი მიკროავტობუსები.

აღნიშნულ მარშუტებზე გაუქმდება ნაღდი ანგარიშსწორება და გადახდა მხოლოდ სატრანსპირტო ბარათით იქნება შესაძლებელი. მიკროავტობუსებში აიკრძალება ფეხზე დგომა რაც მკაცრად გაკონტროლდება. შეიცვლება ბიზნეს მოდელი, მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული რაც ახდენს “მგზავრზე ნადირობის” პრევენციას რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. აღნიშნული რეფორმით განახევრდება ქალაქში მიკროავტობუსების რაოდენობა და თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები სრულად დაიფარება საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მოლოდინის დრო დღევანდელი საშუალო 28 წუთისა შემცირდება 7 წუთამდე ხოლო მაქსიმალური მოლოდინის დრო 15 წუთს შეადგენს." - წერს ვიქტორ წილოსანი.

ანა დოლიძის შეთავაზება ოპოზიციას პარტიულ დაფინანსებასთან დაკავშირებით - გააკეთეთ პანდემიით დაზარალებულთათვის ფონდი

27 ნოემბერი, 2020 , 14:50

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სოციალური ქსელით იმ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, რომლებმაც 2020 საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებმაც უარი თქვეს ბიუჯეტიდან კუთვნილი დაფინანსების მიღე

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება - ლევან დავითაშვილი

27 ნოემბერი, 2020 , 14:50

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას თავიდან აგვაცილებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ს

ხელისუფლება ყველა კონფესიის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს - მაია ცქიტიშვილი

27 ნოემბერი, 2020 , 14:50

ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის მართლმადიდებელი. სწორედ ამის გათვალისწინებით, ძალიან ბევრი სხვა უქმე დღე დაკავშირებულია უშუალოდ მართლმადიდებლური ეკლესიის დღესასწაულებთან, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოსახლეობის

შეზღუდვების გაფართოებით ეპიდვითარების დასტაბილურებას ველოდებით, შედეგი ორ კვირაში უნდა იყოს - პაატა იმნაძე

27 ნოემბერი, 2020 , 14:50

შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოების შედეგად პირველ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის შეჩერება უნდა მოხდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა ი

მაია ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მხარდამჭერ ღონისძიებებზე, რომელსაც სახელმწიფო მოქალაქეების და კერძო სექტორის მიმართ ახორციელებს

27 ნოემბერი, 2020 , 14:50

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მხარდამჭერ ღონისძიებებზე, რომელსაც სახელმწ

ლევან დავითაშვილმა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) სხდომაზე, საქართველოში, ზეთისხილის კულტურის წარმოებისა და ექსპორტის პოტენციალზე ისაუბრა

27 ნოემბერი, 2020 , 14:20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) ონლაინ საერთაშორისო სემინარში „ზეთისხილის ზეთის სამომავლო პერსპექტივები“ მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა, სი