უახლესი ამბები
არქივი
კომენტარი


გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის - ანა ფოტიგა
"გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის", - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ წუხელ თბილისში მომხდარ თავდასხმის ფაქტებს.
ფოტიგა აზიარებს რეზოლუციის ფოტოს, რომელიც ევროპარლამენტმა 25 აპრილს მიიღო და რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ რუსული კანონი სამართლებრივ დღის წესრიგშია. გარდა ამისა, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის შესწორებას, რომლითაც "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ივანიშვილის სანქცირებაა მოთხოვნილი. შესწორებებში ასევე მოთხოვნილი იყო მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება და ის, რომ ევროკომისიას, შეაფასოს რუსული კანონის გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე.
როგორც ცნობილია, გასულ ღამეს, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და სცემეს ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ასევე ანტირუსული აქციების მონაწილეს და ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, სახლთან დახვდნენ და სცემეს დიპლომატ გია ჯაფარიძეს, გარდა ამისა, დაუდგენელი პირები სახლში მიუვარდნენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიორგი ონიანს.
შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მტკიცებით, ყველა ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ პროპაგანდისტულ კამპანიაში -ბადრი ჯაფარიძე
25 მარტი, 2025 , 15:08
დღეს არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მელოდებიან, მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ, მიბრძანდით სასამართლოში და თუ რამე გაქვთ გასარჩევი, იქ გავარჩიოთ - მამუკა ხაზარაძე
25 მარტი, 2025 , 11:06

როგორც ჯერაც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მინდა პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენ მეზობელ ხალხს, ზოგი ჩვენი უჯიშო მოქალაქის უმსგავსო საქციელისთვის - სალომე ზურაბიშვილი
24 მარტი, 2025 , 10:00
გიორგი ჩიკვაიძე იმიტომ ისჯება, რომ მან ამხილა და კონკრეტულად გამოამზეურა ივანიშვილის კავშირები „ეფესბესთან“ და მისი კურატორი დაასახელა - მიხეილ სააკაშვილი
21 მარტი, 2025 , 16:16

თინა ბოკუჩავა 5 000 ლარით დააჯარიმეს
20 მარტი, 2025 , 15:48

პუტინი დათანხმდა შეაჩეროს თავდასხმები ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ არა სამოქალაქო ობიექტებზე - სალომე ზურაბიშვილი
19 მარტი, 2025 , 09:36