უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 მაისი, 2020 16:48
font-size

„გადარჩენის პარკი” - დახურული კლუბებისა და ბარების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ

დახურული კლუბებისა და ბარების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე შექმნილი ვითარება მძიმედ აისახა სექტორზე. ისინი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ.

„პირველ რიგში, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ვწუხვართ, რომ საზეიმო განწყობის ნაცვლად, ქვეყანაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე გვიწევს განცხადების გაკეთება. ჩვენი საინიციატივო ჯგუფი აერთიანებს ასობით ობიექტს და ათასობით დასაქმებულ პირს, სხვა დახურული სივრცეების, ბარებისა და კლუბების წარმომადგენლები კი ყოველდღიურად გვემატებიან.

ბარის და საკლუბო კულტურა, როგორც ღამის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, ქვეყანაში ტურიზმისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი საიმიჯო ნაწილია.

სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე, ჩვენი შრომითა და ენთუზიაზმით, ათასობით სამუშაო ადგილი შევქმენით.

პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე შექმნილი ვითარება იმდენად მძიმედ აისახა ჩვენს სექტორზე, რომ ბევრი ჩვენგანი გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა, შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მოვითხოვთ ყურადღებას.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ჩატარებულია კვლევა ჩვენი სფეროს პრობლემებსა და საჭიროებებზე, მაგრამ გვინდა აღვნიშნოთ, რომ სამწუხაროდ ეს მოხდა ჩვენთან კომუნიკაციისა და კონსულტაციების გარეშე. ჩვენი სფერო სპეციფიკური ბიზნეს მიმართულებაა და გონივრული გეგმის შემუშავება მხოლოდ ჩვენი ჩართულობით არის შესაძლებელი.

გაგაცნობთ ჩვენს მიერ ჩამოყალიბებულ კრიზისის დაძლევის ხედვასა და მოთხოვნებს, რომლის შესრულებასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ინდუსტრიისა და დასაქმებული ათასობით ადამიანის არსებობის, განვითარებისა და მომავლისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს დახურული ბარების, კლუბებისა და მუსიკალური სივრცეების გახსნის თარიღი.

„იმისათვის რომ ჩვენმა სექტორმა სრულიად შეძლოს თავისი ეკონომიკური როლის დაბრუნება, აუცილებელია ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი გადასახადების, მათ შორის დღგ-ს კუთხით.
მოვითხოვთ საკრედიტო დახმარებას არსებული ბიზნეს ერთეულებისათვის კომერციული ბანკებიდან დაბალპროცენტიანი სესხის მიღებისას (დაახლოებით ისევე, როგორც ამას აკეთებს საქართველოს სახელმწიფო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში).

დროულად თუ არ მოგვეცემა დახურული სივრცეების გახსნის შესაძლებლობა, გვაქვს ინიციატივა, სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ, ცენტრალურ, მაგრამ გამოუყენებელ ღია სივრცეებში შევქმნათ სარეკრეაციო, ქვეყნის ტურისტული საიმიჯო პროდუქტი – „გადარჩენის პარკი“, სადაც უკვე არსებული დახურული ბარები წარმოადგენენ თავის ღია ვარიანტს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების რისკები.

აბსოლუტურად ვიაზრებთ პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, რაც უკვე დავამტკიცეთ ჩვენი ობიექტების და სივრცეების დაკეტვით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ადრე, სახელმწიფოს მხრიდან რეკომენდაციების დამტკიცებამდე.

გვჯერა, რომ სახელმწიფოს გათავისებული აქვს ჩვენი როლი ეკონომიკის, ტურიზმის, საერთაშორისო რეპუტაციისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მშენებლობაში, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა მძიმე ყოფა და ამიტომ სახელმწიფო, როგორც კეთილმოსურნე იმუშავებს აღნიშნული კრიზისის დასაძლევად, ზემოთ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად“, – აღნიშნულია დახურული კლუბებისა და ბარების წარმომადგენლების განცხადებაში.

საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

18 მარტი, 2024 , 18:15

საქართველოს ბანკის მენეჯმენტში ცვლილებებია. 1-ელი აპრილიდან ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებას თორნიკე კუპრაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს. ბანკში ამ მიმართულე

საქართველოს ბანკისა და UNDP-ის თანამშრომლობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, 15-მა მეწარმემ გადამზადება გაიარა

18 მარტი, 2024 , 14:46

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და ქალი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის

21 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

18 მარტი, 2024 , 13:23

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული საა

SOLO Talks-ის ფარგლებში აჩი და შოთი არველაძეები „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობის“ შესახებ ისაუბრებენ

18 მარტი, 2024 , 12:34

21 და 26 მარტს ჩანიშნული საფეხბურთო მატჩების მოახლოებასთან ერთად, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, 19 მარტს SOLO Talks-ის მორიგი შეხვედრა გაიმართება თემაზე „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობა&ld

16 მარტს საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი

15 მარტი, 2024 , 15:47

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი. ამასთან, მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

15 მარტი, 2024 , 15:41

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტრო საზოგადოებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, განმარტებას აკეთებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაცი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი