უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

28 სექტემბერი, 2018 10:30
font-size

გადასახადები საქართველოში ყველამ უნდა გადაიხადოს, მიუხედავად იმისა, პარალელურად არის თუ არა რაიმე მედიააქტივის მფლობელი - მამუკა ბახტაძე ტელეკომპანია “იბერიას” და “ომეგა ჯგუფის“ საქმეზე

საქართველოში არის კანონის უზენაესობა და ადამიანი, რომელიც ჩაიდენს დანაშაულს, პასუხს აგებს კანონის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია “იბერიას” და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე და გავრცელებულ ჩანაწერებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის მისი მიდგომა და “ქართული ოცნება” ამას ყოველთვის უზრუნველყოფს.

“ჩვენი ისტორია რომელიც უკავშირდება 2012 წლის შემდგომ განვითარებულ დემოკრატიის ტრანსფორმაციას საქართველოში, სწორედ ამის ნათელი მაგალითია. საქართველოში ხელშეუხებელი არავინ არის. თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს”, - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება საგადასახადო დავალიანებას, მამ უკაბახტაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მას თავისუფალ მასმედიასა და ტელევიზიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

“ეს არის ქარხანა, კომერციული საქმიანობა, რომელიც აწარმოებს თამბაქოს და აქვს შესაბამისი გადასახადები, მათ შორის სააქციზო გადასახადი. გადასახადები საქართველოში ყველამ უნდა გადაიხადოს, მიუხედავად იმისა, პარალელურად არის თუ არა რაიმე მედიააქტივის მფლობელი. ეს არ შეიძლება იყოს ინდულგენცია. ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი გახლავთ მედიაპლურალიზმი და თავისუფალი მედია. ეს არის ყველა საერთაშორისო რეიტინგში კარგად ასახული და დანახული ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ. აქედან გამომდინარე, ამ საკითხების ერთმანეთთან გადაბმა, მინდა პირდაპირ განვაცხადო, არის სრული პოლიტიკური უპასუხისმგებლობა გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ, მოსახლეობას ასეთი სახით მიაწოდონ ინფორმაცია”,- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, ბრიტანულმა კომპანია "ფილდფიშერმა" "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ დიდ ბრიტანეთში სამართლებრივი პროცედურები დაიწყო.

როგორც "ფილდფიშერის" იურისტმა კოლინ გიბსონმა აღნიშნა, სასამართლო პროცედურის ფარგლებში მოხდება საქართველოს ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების გამოძახება. საუბარია ,,ომეგა ჯგუფისთვის" ზიანის მიყენებაზე, დანაშაულში თანამონაწილეობასა და კორუფციულ ბრალდებებზე.

შეგახსენებთ, რომ „ომეგა ჯგუფთან“ რამდენიმე აუდიოჩანაწერი გავრცელდა. რაზეც საქართველოს პროკურატურამ გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო.

ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია - ირაკლი კობახიძე

29 მარტი, 2024 , 16:02

ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია. არსებითად, ეს არის სატელეფონო კომუნიკაცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან მის

მთავრობის მიზანია, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ეკონომიკური ზრდა გავხადოთ უფრო მეტად ინკლუზიური - ვახტანგ ცინცაძე

29 მარტი, 2024 , 14:52

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა დივერსიფიცირებულია და ეკონომიკური აქტივობის ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში. მინისტრის მოადგილემ კო

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება - ლევან ხაბეიშვილი

25 მარტი, 2024 , 17:22

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება, - ამის შესახებ განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. „ის

მურუსიძე/ჩინჩალაძეს რომ კლანს ეძახით, ჩემთვის არ ნიშნავს, რომ კეთილსინდისიერები არ არიან - მამუკა მდინარაძე

25 მარტი, 2024 , 16:48

სიტყვა კლანი არის გამოგონილი ტერმინი. უკვე ტყუილს შეიცავს თქვენი კითხვა [მიმართავს ჟურნალისტს] და ამიტომ ცოტა რთულია ასე ძალიან დინჯად და რაფინირებულად პასუხების გაცემა, აქ ემოციაც მოდის ხოლმე, - აცხადებს ჟურნალისტებთან

ვინც „ნაცებთან“ დგას, ის ქართველი არ არის - მიხეილ ყაველაშვილი თაკო ჩარკვიანს

22 მარტი, 2024 , 17:29

რაც „ნაცებმა“ გირგვლიანს გაუკეთეს, ამის შემდეგ ციხიდან მიშას გამოშვებას რომ ითხოვ, არ გრცხვენია? - მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპ

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს - გივი გინტური

21 მარტი, 2024 , 13:22

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს , - განაცხადა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ გივი გინტურმა ტელეკომპანია „ ფორმულასთან“ საუბრი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი