უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

26 ივნისი, 2020 15:00
font-size

გადასახადების ადმინისტრირების განახლებული წესების განხილვის მიზნით, შემოსავლების სამსახურის უფროსი ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

გადასახადების ადმინისტრირების განახლებული წესების წარდგენისა და განხილვის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც ,,მედიანიუსს" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა დეტალურად განიხილეს მთავრობისა და ბიზნეს სექტორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მომზადებული ცვლილებები, რომლითაც მნიშვნელოვნად მარტივდება ადმინისტრირების პროცესები, ბიზნესისთვის იზოგება დრო და მცირდება დანახარჯები. მათ შორის: გადასახადის გადამხდელების მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის თაობაზე წარმოდგენილი განცხადებებიდან, ერთ ობიექტზე დღეში ერთხელ განცხადების განხილვა განხორციელდება უსასყიდლოდ, თუ ამ განცხადებით ჩამოსაწერი საქონლის ღირებულება არ აღემატება 100 ლარს.

საზოგადოებრივი კვების ობიექტებს შეეძლებათ გამარტივებულად (თვეში ერთი ანგარიშგებით), საგადასახადო ორგანოს მხრიდან ადგილზე გასვლის, დათვალიერებისა და საფასურის გადახდის გარეშე, ჩამოწერონ გასული თვის განმავლობაში დაზიანებული/გაფუჭებული საქონელი.

დგინდება სურსათის დანაკარგების ოდენობა სავაჭრო ობიექტებისთვის, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1%-ის ოდენობის დანაკარგი არ დაბეგრონ გადასახადებით.

ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან საუბრისას, შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთი ეფექტიანი ნაბიჯი გადადგა საგადასახადო სისტემის ადმინისტრირების ლიბერალიზაციის მიმართულებით. გამარტივებული საგადასახადო სისტემა კი სწორედ ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და კომპანიების შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად.

,,დადგენილი საფასურისგან გათავისუფლდა იმ განცხადებების განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია არაარსებითი ღირებულების დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერა. აგრეთვე, როგორც ცნობილია, დაზიანებული საქონლის შენახვა დაკავშირებულია გარკვეულ დანახარჯებთან. კერძოდ, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, ყოველდღიურად უფიქსირდებათ დაზიანებული საქონელი და ჩამოწერის პროცედურების სირთულის გამო, უწევთ ამ საქონლის რეალიზაციაში ასახვა და შესაბამისად, დაბეგვრა. ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად მომზადებული ცვლილებების თანახმად, კვების ობიექტებს, რომლებსაც აქვთ მოწესრიგებული ბუღალტრული აღრიცხვა, ასევე, არ არიან დაჯარიმებული საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის და ა.შ. შეეძლებათ გამარტივებულად (თვეში ერთი ანგარიშგებით), საგადასახადო ორგანოს მხრიდან ადგილზე გასვლის, დათვალიერების და საფასურის გადახდის გარეშე, ჩამოწერონ გასული თვის განმავლობაში დაზიანებული/გაფუჭებული საქონელი. გარდა ამისა, დგინდება სურსათის დანაკარგების ოდენობა სავაჭრო ობიექტებისთვის, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1%-ის დანაკარგი არ დაბეგრონ გადასახადებით“, - განაცხადა ლევან კაკავამ.

შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსმა კომპანიების წარმომადგენლების დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რის შემდეგაც, საგადასახადო კონტროლის მეთოდოლოგიის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ლევან სირანაშვილმა საქონლის ჩამოწერის ახალი წესების შესახებ მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა.

,,საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში გამართულ შეხვედრას შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე მამუკა ბარათაშვილი, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ზაალ ტყეშელაშვილი, საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი რომან ბუღაძე, ასევე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზემოაღნიშნული საკითხების მარეგულირებელი ნორმები, მათ შორის, ინფორმაცია 100 ლარამდე ღირებულების საქონლის ჩამოწერის განცხადებების საფასურისაგან გათავისუფლების თაობაზე (საქართველოს მთავრობის N96 დადგენილება), საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის საქონლის ჩამოწერის გამარტივებული წესების თაობაზე (საქართველოს ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანება) და სავაჭრო ობიექტებისთვის სურსათის დანაკარგების თაობაზე (შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება N16117) განთავსებულია შემდეგ ბმულებზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/2800?publication=90

https://matsne.gov.ge/ka/document/view/1167835?publication=110

https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?doc_id=10948

აღსანიშნავია, რომ დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის პროცედურის გამარტივება ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომლის გადაწყვეტაზეც მთავრობა ბიზნესთან ერთად აქტიურად მუშაობდა. აღნიშნული ინიციატივა სრულად ასახავს ბიზნესის ინტერესებს და შედგენილია სწორედ ბიზნესის მხრიდან დაყენებული წინადადებებისა და მოსაზრებების შესაბამისად," - ნათქვამია ინფორმაციაში.

ეკონომიკის სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სხვადასხვა დარგების წარმომადგენლებთან ეკონომიკური სტიმულირებისა და ხელშეწყობის პაკეტების მიმართულებით - ირაკლი ნადარეიშვილი

24 სექტემბერი, 2020 , 17:40

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო აღნიშნული ბიზნეს-მიმართულების წინაშე დღეს არსებული გამოწვევები. ა

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს

24 სექტემბერი, 2020 , 16:30

საქართველოს ბანკი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდი „თილისმა“ წარმოებას აფართოვებს. კომპანიამ საქმიანობა 2018 წელს დაიწყო და დღეს ბრენდის ნ

კომერციული ბანკების მოგება აგვისტოში გაიზარდა - ვალუტის ყიდვა-გაყიდვით კი 71.8 მლნ ლარის ზარალი მიიღეს

22 სექტემბერი, 2020 , 15:00

კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის აგვისტო 96,363 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს კი წინა თვესთან შედარებით, 32,870 მლნ ლარით მეტია, ივლისში ბანკების წმინდა მოგება 63,493 მლნ ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზ

2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 12.3 პროცენტით შემცირდა

18 სექტემბერი, 2020 , 11:50

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 210.0 მილიონ ლარს გაუტოლდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტ

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi- სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

18 სექტემბერი, 2020 , 10:55

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agree

ივანე მაჭავარიანი - მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, 2021 წელს კი 5-პროცენტიანი მატება იქნება

16 სექტემბერი, 2020 , 15:25

ჩვენი მოლოდინია და ამაში სავალუტო ფონდიც გვეთანხმება, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, მომდევნო წელს კი ასევე 5-პროცენტიანი მატება იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.