უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
- 23.04.2024 10:37ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
- 23.04.2024 08:21აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
არქივი
პოლიტიკა
გადასანაწილებელი ხმები გვრიტებივით გადაინაწილეთ `ქართულმა ოცნებამ` და ნაციონალურმა მოძრაობამ - ირმა ინაშვილი
გადასანაწილებელი ხმები გვრიტებივით გადაინაწილეთ ერთმანეთში "ქართულმა ოცნებამ" და ნაციონალურმა მოძრაობამ, - ასე მიმართა ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.
"მე არ მინდა გაგახსენოთ, ეს არჩევნები, წინა არჩევნებიც. არ იყო ეს არჩევნები იდეალური და ნურც იმ პროცენტებს ნუ დავითვლით, ვინ 3% გადალახა და ვინ 5%, თორემ მერე გაირკვევა, რომ ის ნახევარი მილიონი ხმა ჩემს ქვედა იარუსზე, რომ სხედან ამ ბატონებს და ქალბატონებს არ მიუღიათ. ეს საკონსტიტუციო კომისია ძალიან კარგი იქნება თუ დაიწყებს საარჩევნო სისტემის შეცვლაზე მუშაობას. კონსტიტუცია შეუსაბამობაშია საარჩევნო კოდექსთან. 14 მანდატიდან 4 მანდატი ჩვენ გვეკუთნოდა და ეს იქნებოდა დემოკრატიული გადანაწილება", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.