უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 თებერვალი, 2017 13:40
font-size

გადაცემების დახურვა-შეჩერების საკითხი მხოლოდ რეიტინგს არ უნდა ეყრდნობოდეს - სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის ხედვა გადაცემების დახურვა-შეჩერების შესახებ არ უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ რეიტინგს. ომბუდსმენის თქმით, არხმა უნდა გაითვალისწინოს კანონის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებები. ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატი დააკვირდება, როგორ იქნება დაცული ტელევიზიაში დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებები.

„მედიანიუსი“ ომბუდსმენის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელობის ხედვა, რომელიც გადაცემების დახურვას მხოლოდ მათ რეიტინგს უკავშირებს, არ წარმოადგენს საკითხის სრულფასოვან შესწავლაზე დაყრდნობილ გადაწყვეტილებას და კითხვის ნიშნებს აჩენს რეფორმის მთელი პროცესის მიმართ.

როგორც ცნობილია, ამა წლის 6 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა გენერალურმა დირექტორმა და აღმასრულებელმა საბჭომ „სამწლიანი სამოქმედო გეგმა“ წარმოადგინეს. აღნიშნული გეგმის მიხედვით, 2017 წლის განმავლობაში მთელი ფინანსური რესურსი მხოლოდ ახალი შენობის მოწყობაზე, ტექნიკურ გადაიარაღებასა და რეგიონული ოფისების შესყიდვაზე უნდა დახარჯულიყო, სამაუწყებლო ბადეში რჩებოდა მხოლოდ ახალი ამბების გამოშვება, ხოლო ყველა სხვა გადაცემა იხურებოდა/შეჩერდებოდა. საქართველოს სახალხო დამცველმა ამ დრომდე არაერთი კომენტარი გააკეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებული მოვლენების თაობაზე და გამოთქვა ეჭვები შემოთავაზებულ გეგმასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი გეგმა წინააღმდეგობაში მოდის „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გადასცეს არა მხოლოდ ახალი ამბები, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამებიც, ხოლო საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას – აგრეთვე წინასაარჩევნო დებატები და სხვა.

ზემოაღნიშნული გეგმის განხილვისას სამეურვეო საბჭომ მიიჩნია, რომ რეიტინგი არ არის ერთადერთი საზომი, რომლითაც ფასდება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა და ამ პროცესში სხვა კრიტერიუმებიც უნდა იქნეს შემოტანილი. გენერალური დირექტორის თხოვნის საფუძველზე შემუშავდა და ამა წლის 16 თებერვალს გამოქვეყნდა სამეურვეო საბჭოს ხედვა მაუწყებლის საქმიანობის შეფასების ჩარჩო–კრიტერიუმების თაობაზე. აღნიშნულ დოკუმენტში რეიტინგებთან ერთად (წვდომა და წილი) შეფასების კრიტერიუმებად მითითებულია ხარისხი, ზეგავლენა და ფასეულობა დანახარჯებთან მიმართებით. მომდევნო დღეს, 17 თებერვალს ახალმა მენეჯმენტმა წარმოადგინა სამ ჯგუფად დაყოფილი გადაცემების ჩამონათვალი. აღნიშნული დაყოფა დაფუძნებულია მხოლოდ რეიტინგზე და ითვალისწინებს იმ გადაცემების დახურვას, რომელთა რეიტინგიც არხის საშუალო რეიტინგზე ნაკლებია.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებაში არსებობს კითხვები თავად რეიტინგების დათვლის საკითხზე, მათ სანდოობაზე, ასევე, თუ რამდენად უწყობდა ხელს გადაცემების სამაუწყებლო ბადეში განთავსების თაობაზე მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მათ ყურებადობას. ამავდროულად, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ამ კითხვების არსებობის მიუხედავად, მიუღებელია რეიტინგი იყოს ერთადერთი კრიტერიუმი საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაცემების დახურვის გადაწყვეტილების მისაღებად. საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფუძნებულია კანონით, „პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით“. საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და პასუხისმგებელია კანონით დაკისრებული მთელი რიგი ვალდებულებების შესრულებაზე. მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება; სათანადო პროპორციით განათავსოს უმცირესობების ენაზე, უმცირესობების შესახებ და უმცირესობების მიერ მომზადებული პროგრამები; უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში და ევროკავშირში ინტეგრაციის, პოპულარიზაცია და სხვა. იმ ფუნქციებიდან გამომდინარე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აკისრია, დაუშვებელია, მისი საქმიანობა შეფასდეს მხოლოდ რეიტინგებზე დაყრდნობით და მხოლოდ ეს გარემოება დაედოს საფუძვლად გადაცემების დახურვას.

ამავდროულად აღსანიშნავია, რომ გადაცემების შეჩერება/დახურვის გეგმა, სავარაუდოდ, გამოიწვევს თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობების გადახედვას. ამ საკითხის გარშემო დღეს ბევრი არაფერია ცნობილი. მნიშვნელოვანია, რომ სამეურვეო საბჭომ განხილვების განმავლობაში აღნიშნულ საკითხს მიაპყროს სათანადო ყურადღება და კრიტიკულად განიხილოს თითოეული დეტალი. ამასთან, უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამშრომელთა ნაწილს „სამწლიანი სამოქმედო გეგმის“ პრეზენტაციის შემდეგ ერთთვიანი ხელშეკრულებები გაუფორმდა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ ხელმძღვანელობასა და სამეურვეო საბჭოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის საკითხი განიხილონ საზოგადოების, მათ შორის თანამშრომელთა მაღალი ჩართულობით, გამჭვირვალედ და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისობაში იქნება როგორც კანონთან, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეასა და მიზნებთან. სახალხო დამცველი დააკვირდება აღნიშნულ პროცესს, მათ შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებული პირების შრომითი უფლებების რეალიზაციას“, - წერია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი