უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 დეკემბერი, 2016 14:25
font-size

გადაცემის პრომო გენდერული სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს _ სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეეთერით და ინტერნეტით გავრცელებულ პრომო ვიდეო რგოლს, რომელიც ახალი გადაცემის „კაცების დრო“ ანონსს წარმოადგენს.

როგორც სახალხო დამცველის აპარატი იტყობინება, გადაცემის სარეკლამო რგოლში ნაჩვენებია, რომ ქალები დასაქმებულნი არიან როგორც მკერავები, ძველი დანადგარების გარემოცვაში (მკერავის პროფესია სტერეოტიპულად ქალებს უკავშირდება), რომლის გვერდით „ზედამხედველივით“ დგას ორი მამაკაცი. ქალები სარეკლამო რგოლის მანძილზე ჩუმად მუშაობენ, კაცების საუბრის შინაარსიდან კი ირკვევა, რომ მაშინ, როდესაც ქალები ჯერ კიდევ საკერავ მანქანას უსხედან, მამაკაცები ფიქრობენ კოსმოსის დაპყრობაზე, სადაც ქალებსაც წაიყვანენ, რათა „არ მოიწყინონ“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის მიხედვით, მაუწყებელი გაცხადებულად ესწრაფვის დაიცვას საზოგადოებრივი ფასეულობები - პასუხისმგებლობით მოეკიდოს ისეთი საკითხების გაშუქებას, რომლებიც შესაძლოა საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისთვის საზიანო ან შეურაცხმყოფელი იყოს. ამასთან, მაუწყებლის მიზანია დაიცვას მრავალფეროვნება და თანასწორობა, რაც გულისხმობის, მათ შორის, გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

თავაზიანობა და აუდიტორიისადმი პატივისცემა ჟურნალისტებს ავალდებულებს, არ გამოიყენონ დაუფიქრებლად ისეთი სიტყვები თუ ფრაზები, რომლებმაც შეიძლება აუდიტორია შეურაცხყოს. რაიმე წესის დადგენა, რომელი სიტყვა შეიძლება აღმოჩნდეს შეურაცხმყოფელი და რომელი არა, ძალზე ძნელია. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, გამოთქმის ტონზე და იმ კონტექსტზე, რომელშიც სიტყვაა გამოყენებული. სრულიად უწყინარი სიტყვა შეიძლება ტონმა და კონტექსტმა უხეშად აქციოს. იმას, აღმოჩნდება თუ არა რაიმე სიტყვა კონკრეტული ადამიანისათვის შეურაცხმყოფელი, განაპირობებს ისეთი ფაქტორებიც, როგორებიცაა ასაკი, სქესი, განათლება, საქმიანობა, აღმსარებლობა, ეროვნება და ა.შ.

გავრცელებულ პრომო რგოლში, ქალებს მხოლოდ ფონის შექმნა ევალებათ, მაშინ როდესაც ორი მამაკაცი ცენტრალურ ფიგურად გვევლინება. ქალების დაკნინებულ მდგომარეობაში წარმოჩენით ხდება საზოგადოებაში კაცის ცენტრალური როლის ხაზგასმა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ რეკლამა გენდერულად მჩაგვრელ პრაქტიკას ამკვიდრებს და ხელს უწყობს უარყოფითი გენდერული სტერეოტიპების გამყარებას ქალების პროფესიული შესაძლებლობების და მათი განვითარების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუწოდებს, გადაცემებისა და პრომო რგოლების დამზადებისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ადამიანის პატივის, ღირსებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვას.

„გადარჩენის პარკი” - დახურული კლუბებისა და ბარების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ

26 მაისი, 2020 , 16:48

დახურული კლუბებისა და ბარების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე შექმნილი ვითარება მძიმედ აისახა სექტორზე. ისინი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. &bdquo

დამოუკიდებელი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეებთან ერთად ჩვენ შევქმნით ბედნიერი და რეალიზებული ადამიანების ქვეყანა - მამუკა ხაზარაძე

26 მაისი, 2020 , 16:21

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით "ლელო საქართველოსთვის" პარლამენტის შენობის წინ გამართა გამოფენა "26 მაისი დამოუკიდებლობის 102 წელი". ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ მამუკა ხაზარაძე, დავით უსუფაშვილი,

ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს - საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თქვენ და ქართველ ხალხს ბედნიერებასა და კეთილდღეობას გისურვებთ

26 მაისი, 2020 , 15:45

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თქვენ და ქართ

არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მსახურება, ვიდრე უანგაროდ ემსახურო შენს სამშობლოს - გიორგი გახარია

26 მაისი, 2020 , 15:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ვაზიანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მთავრობის მეთაურის თქმით, არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მსახურება, ვიდრე უანგაროდ

ბრიტანეთის დედოფალი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26 მაისი, 2020 , 15:00

ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და მოსახლოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „დიდი სიხარულით გიგზავნით გულმხურვალე მილოცვას ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით. საუკეთესო სურვილებს ვუსურვე

ზაზა ოქუაშვილის დაფუძნებულმა კომპანიებმა `მთავარი არხის` 40%-იანი წილი შეიძინეს

26 მაისი, 2020 , 13:38

“მთავარ არხს” ახალი მეწილეები ჰყავს. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ცვლილებებით არხის მოქმედმა მფლობელებმა: ნიკა გვარამიამ და კახაბერ ანჯაფარიძემ ტელევიზიის წილები გაასხვისეს. „მთავარი არხის“ 40%-