უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

23 აპრილი, 2018 11:55
font-size

გაერო ჯადოსნური გზით სირიის პრობლემას ვერ მიოაგვარებს - გაეროს გენერალური მდივანი

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ გაეროს არ შეუძლია სირიის კონფლიქტის მოგვარება. ამის შესახებ მან შვედურ SVT-სთან ინტერვიუში თქვა.

„სირიაში მოქმედებს რამდენიმე ჯარი და ქვედანაყოფი მთელი მსოფლიოდან. სხვადასხვა ინტერესი ეჯახება ერთმანეთს. მიმდინარეობს ცივი ომი. ამიტომ გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ გაერო ჯადოსნური გზით ამ ყველა პრობლემას მოაგვარებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა უშიშროების საბჭო ამდენად ფრაგმენტულია“, -თქვა გუტერეშმა.

გაეროს გენერალური მდივნის თქმით, ცივი ომი დაბრუნდა, თუმცა განსხვავებული სახით. მისი განმარტებით, სიტუაციას მხოლოდ აშშ და რუსეთი აღარ აკონტროლებენ. მან დაამატა, რომ თურქეთი, ირანი, საუდის არაბეთი და სხვა ძალები კონტროლს არ ექვემდებარებიან.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შვედეთის სამხრეთში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს სირიაში შექმნილი სიტუაცია. გუტერეშის თქმით, მათ მიიღეს „რამდენიმე პერსპექტიული გადაწყვეტილება“.

„გადავწყვიტეთ, ერთად ვიმუშავოთ, რათა მოვახერხოთ ამ ჩიხიდან გამოსვლა, რომელსაც შევეჩეხეთ სირიაში განხორციელებული ქიმიური თავდასხმების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი