უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

26 მარტი, 2020 12:30
font-size

გაერო მოუწოდებს სახელმწიფოების მეთაურებს, შეამცირონ დაპატიმრებულ ადამიანთა რიცხვი ციხეებში

გაერო მოუწოდებს სახელმწიფოების მეთაურებს, შეამცირონ დაპატიმრებულ ადამიანთა რიცხვი ციხეებში, რადგან მათი ფიზიკური დისტანცირება და თვითიზოლაცია არსებულ რეალობაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად შეუძლებელია.

გაეროს უმაღლესი კომისრის, მიშელ ბაშლეს თქმით, მთავრობებმა უნდა მოძებნონ გზები, რათა გამოუშვან ისეთი ხალხი ციხიდან, რომლებიც დაავადების მიმართ განსაკუთრებით დაუცველნი არიან - ეს ეხება ხანში შესულ და დასნეულებულ პატიმრებს, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს აგრეთვე სახელმწიფოების ხელმძღვანელ უწყებებს, გაათავისუფლონ ის პირებიც, რომლებიც მსუბუქი დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს საპატიმროებში.

„კოვიდ 19-მა ციხეებსა და საემიგრაციო დაპატიმრების ცენტრებში დაიწყო გავრცელება. იგი აქტიურად ვრცელდება აგრეთვე თავშესაფრებსა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებშიც, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადმიანებს სიცოცხლის უდიდესი საფრთხის ქვეშ აყენებს.“- განაცხადა გაეროს უმაღლესმა კომისარმა.

მისი თქმით, მთავრობამ განსაკუთრებით უნდა იზრუნოს იმ ადამიანთა გათავისუფლებაზე, რომლებიც დაპატიმრებულნი არიან საკმარისი ხელჩასაჭიდი საფუძვლის გარეშე- საქმე ეხება პოლიტიკურ პატიმრებს და მათ ვინ უბრალოდ ხელისუფლების კრიტიკისა და არასასურველი შეხედულებების გამოვლენის გამო დააპატიმრეს.

რუსეთი: კორონავირუსის 8 371 ახალი შემთხვევა, 174 გარდაცვლილი

28 მაისი, 2020 , 12:09

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 371 შემთხვევა გამოვლინდა, 174 ადამიანი კი გარდაიცვალა. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში გამოვლენილია ახალი ტიპის კორონავირუსის სულ 379 051 შემთხვევა. ვირუსულ დაავადებას

სომხეთი: კორონავირუსის 442 ახალი შემთხვევა, 15 გარდაცვლილი

28 მაისი, 2020 , 11:48

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 442 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ყველაზე მაღალი მაჩენებელია. საერთო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 8 216-ს მიაღწია,

დადგა დრო, ამერიკელმა სამხედროებმა საპოლიციო კონტროლი თავის ქვეყანას გაუწიონ - დონალდ ტრამპი

27 მაისი, 2020 , 17:40

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, დროა, ამერიკელი სამხედროები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. „ავღანეთში ჩ

სომხეთი: კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა, 7 გარდაცვლილი

27 მაისი, 2020 , 13:00

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ ხუთი კოვიდინფიცირებული კი „სხვა მიზეზებით“ დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. ბო

რუსეთი: კორონავირუსის 8 338 ახალი შემთხვევა, 161 გარდაცვლილი

27 მაისი, 2020 , 12:49

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 161 ადამიანი დაიღუპა და ვირუსის 8 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 370 680 შემთხვევაა გამოვლენილი. დაღუ

აზერბაიჯანი: კორონავირუსის 149 ახალი შემთხვევა, 2 გარდაცვლილი

25 მაისი, 2020 , 17:05

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 149 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 4 271-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდ