უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

13 ივნისი, 2018 10:35
font-size

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს ინიცირებული რეზოლუცია მიიღო

12 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 72-ე სესიაზე, კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის მხარდამჭერთა ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

გაერო-ს გენერალური ასამბლეა აღნიშნულ რეზოლუციას 2008 წლიდან იღებს, რითიც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.

რეზოლუცია, მისი მიზნებიდან გამომდინარე, წმინდა ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და იძულებით გადაადგილების შესახებ გაერო-ს სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება. ის გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

რეზოლუცია აღნიშნავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან მოუწოდებს გაერო-ს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნული რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში და იპყრობს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო, გაერო-სთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასა და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებთან ერთად, მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას საერთაშორისო ასპარეზზე დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, რადგან ეს არის და იქნება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლების შესახებ და ამით თითოეულ დევნილს კიდევ ერთხელ თანაგრძნობა გამოუცხადა. - ნათქვამია საქართველოს საგარეო სამინისტროს ინფორმაციაში.

საკვანძო სიტყვები:

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს ორი დღით კეტავს

22 აგვისტო, 2019 , 12:20

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს ორი დღით კეტავს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების 11 წლი

გუგუტიანთკარის თავზე საოკუპაციო ძალების ვერტმფრენი გამოჩნდა

21 აგვისტო, 2019 , 15:33

ცოტა ხნის წინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის თავზე საოკუპაციო ძალების ვერტმფრენი „მი 8“ შემოფრინდა. ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფასებს მორიგ პროვოკაციულ ქმედებად. „ფაქტზე გააქტი

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ გუგუთიანთკარში სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს

21 აგვისტო, 2019 , 12:20

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ გუგუთიანთკარში სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ადგილზე დღეს დილიდან გამოჩდნენ, სადაც კვლავ განაახლეს საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების, რკინის ბოძებისა და მავთულ

ეს უკანონო ქმედება უნდა შეწყდეს - ედგარს რინკევიჩსი

21 აგვისტო, 2019 , 11:21

გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. ედგარს რინკევიჩსმა მიკრობლოგ „ტვიტერში“ დაწერა, რომ სოფელ გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესი არის საქართველოს სუვერენიტეტი

მამუკა ბახტაძემ სოფელ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა

21 აგვისტო, 2019 , 01:41

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დადგა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა უწყება პირველივე წუთებიდან ჩართული იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალუბ

საქართველოს პრემიერ- მინისტრი სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრებ გოჩა მარღიშვილის ოჯახს ესტუმრა

21 აგვისტო, 2019 , 01:31

„მნიშნელოვანია, უშუალოდ მოსახლეობისაგან მოვისმინო იმის შესახებ, რაც მათ აწუხებთ და სჭირდებათ,“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ გუგუტიანთკარში, გოჩა მარღიშვილის ოჯახში სტუმრო

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს