უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

22 სექტემბერი, 2017 14:10
font-size

გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერდა, რომ ყველა ნაბიჯი, რომელსაც საქართველოს მთავრობა დგამს ემსახურება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას - მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის დებატებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლაში საქართველო წარმოჩინდა, როგორც საერთაშორისო ფორმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე და ღირებული პარტნიორი, რომელიც საკუთარ გამოცდილებასა და წარმატებას უკვე სხვა ქვეყნებს უზიარებს.

მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ნათლად დაანახა საერთაშორისო თანამეგობრობას თუ რამდენს მიაღწია ქვეყანამ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად, მათ შორის ყურადღება გამახვილდა გაერო-ს ფარგლებში საქართველოს წარმატებულ როლზე.

„ორგანიზაციის ფარგლებში ჩვენ რამდენიმე ინიციატივას ვუწევთ პრომოციას, მათ შორის აღსანიშნავია საქართველოს აქტიური ჩართულობა გაერო-ს მდგრადი განვითარების 16-ე მიზნის განხორცილების პროცესი. საქართველო გახდა ღია მმართველობის ინიციატივის თავმჯდომარე ქვეყანა, რაც შესაძლებელი გახდა იმ წარმატებული რეფორმების შედეგად, რომელიც საქართველომ განახორციელა ბოლო წლების განმალობაში. შესაბამისად საქართველო უკვე არის ღირებული პარტნიორი, რომელიც უზიარებს საკუთარ წარმატებას და გამოცდილებას ორგანიზაციის სხვა წევრ ქვეყნებს“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისივე შეფასებით, პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში კარგად გამოიკვეთა თუ რა როლის აქვს საქართველოს რეგიონის განვითარებასა და სტაბილურობაში, რასაც პირდაპირ უკავშირდება ყველა ის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს და შესაბამისად რეგიონის წარმოჩენას ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რგოლის კონტექსტში.

„საქართველომ შეძლო ჩვენი წარმატებული ნაბიჯებით მიგვეღწია კიდევ უფრო მეტი შედეგისთვის რეგიონის განვითარების კუთხით. ეს ცალსახად აღინიშნა პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში. ჩვენი ჩართულობა საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც აზიის და ევროპის დამაკავშირებელი ხიდის და ყველა ის პროექტი, რომელიც საქართველოში ამ კუთხით ვითარდება არის უმნიშვნელოვანესი რეგიონის განვითარებისთვის და სტაბილურობისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა, მათ შორის, როგორც ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის მნიშვნელობას, ასევე საქართველოს მაქსიმალურ ინტეგრაციას ევროპულ და აზიურ ბაზრებთან. შესაბამისად ჩნდება ახალი შესაძლებლობები ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. რაც მთავარია, ჩნდება ახალი შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის და სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - რომ ყველა ნაბიჯი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ემსახურება საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას“- განაცხადა ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი იყო ის გზავნილები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა საერთაშორისო გამოწვევების, უსაფრთხოების და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან მიმართებაში. მიხეილ ჯანელიძის შეფასებით პრემიერის გამოსვლაში კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან როლს, რასაც ქვეყანა თამაშობს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაერო-ს ტრიბუნიდან გაჟღერებული გზავნილები შერიგების პოლიტიკასთან და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების ინიციატივები უკავშირდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები თანამემამულეებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენას და განვითარებას.

„საკუთარ გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემატიკას და ასევე იმ რეზოლუციას, რომელიც ყოველწლიურად ექცევა გაერო-ს გენერალური ასამბლეის დებატების ყურადღების ცენტრში. საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების მზარდი მხარდაჭერა აქვს ამ მიმართულებით.

საქართველოს მთავრობის და მის მიერ წარმოებული შერიგების პოლიტიკის მიზანია კონფლიქტის მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით გადაჭრა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს წლევანდელი დებატების ფარგლებში მრავალი ლიდერი გამოეხმაურა. ინიციატივები, რომელსაც მთავრობა ახორციელებს შერიგების პოლიტიკის ფარგლებში მიმართულია თითოეული ადმიანის უფლებების დასაცავად, მათთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენისკენ, რაც თავის მხრივ მოიტანს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მეტ შესაძლებლობებს. მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესი და პრემიერის გამოსვლაში ცალსახად გაესვა ხაზი, რომ უნდა მოხდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და შერიგების პოლიტიკით ქვეყნის გაერთიანება და გამთლიანება“- აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი

19 აპრილი, 2024 , 14:26

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე. "ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ე

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი