უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

6 აგვისტო, 2020 10:45
font-size

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსულ მხარეს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები - საგარეო უწყება

5 აგვისტოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე განიხილეს საკითხი – „მდგომარეობა საქართველოში“. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სხდომის დასრულების შემდგომ, ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, აგრეთვე ირლანდიისა და ნორვეგიის სახელით გაერო-ში გერმანიის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ გააკეთა განცხადება პრესისათვის. აღინიშნა, რომ 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დაწყებიდან 12 წელი სრულდება.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, საბჭომ მოისმინა გენერალური მდივნის მოადგილის მიროსლავ იენჩას მოხსენება აღნიშნულთან დაკავშირებით. წევრმა სახელმწიფოებმა წუხილი გამოხატეს, რომ 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს დადებული შეთანხმებების შემდგომ მიღწეული პროგრესი მცირეა. მათ მტკიცედ განაცხადეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული სამხედრო ძალების ყოფნა საქართველოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონებში და რუსეთის მიერ ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას წარმოადგენს, საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს სუვერენიტეტს, ასევე წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და საფრთხეს უქმნის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, განცხადებაში გამოხატულია უკიდურესი შეშფოთება გასულ წელს და COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის პერიოდში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ინტენსიფიკაციის გამო. წევრი სახელმწიფოები აღნიშნავენ, რომ ამ რთულ პერიოდშიც, დე ფაქტო ხელისუფლებები, რომლებიც საქართველოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონებში ეფექტურ კონტროლს ახორციელებენ, აგრძელებდნენ თვითნებური დაკავებების პრაქტიკას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები არ თანხმდებიან სამედიცინო მიზნებით მოსახლეობის ევაკუაციასა და შესაბამისი ჰუმანიტარული დახმარების მიღებას. განცხადებაში ასევე გამოხატულია შეშფოთება პანდემიისა და ჯანდაცვის საკითხებსა და ლუგარის ცენტრის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქმიანობის თაობაზე, რუსეთის მიერ წარმოებული სადეზინფორმაციო კამპანიისა და ცრუ პროპაგანდის გამო.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ქმედებები ახანგრძლივებს კონფლიქტს, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას, ხელს უშლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულფასოვან გამოყენებას, უარყოფითად მოქმედებს საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, ახდენს მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას.

წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსულ მხარეს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები. აქვე ხაზი გაესვა, რომ 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება ითვალისწინებს რუსეთის მიერ შეირაღებული ძალების დაპირისპირებამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანას. შეთანხმება ასევე მოუწოდებს მხარეებს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ჩამოყალიბებისკენ. წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მათი მხარდაჭერა ადამიანის უფლებების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობის მიმართ და ხაზი გაუსვეს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვისა და საკუთარ სახლებში მათი უსაფრთხო, ნებაყოფლობითი, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლების განხორციელების მნიშვნელობას, საერთაშორისო სამართლის თანახმად. აღინიშნა, რომ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თემა რჩება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების არსებითი მნიშვნელობის საკითხად.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, განცხადებაში გამოიხატა წუხილი, რომ რუსეთის მხრიდან შერიგების პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევის შესახებ თავდაპირველი დაპირებების მიუხედავად, ის არ ასრულებს აღნიშნულ დაპირებას, რაც განაპირობებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში პროგრესის ნაკლებობას. წევრმა სახელმწიფოებმა ასევე მოუწოდეს დე ფაქტო ხელისუფლებებს, რომლებიც საქართველოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონებში ეფექტურ კონტროლს ახორციელებენ, ხელი შეუწყონ შესაბამისი ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების სფეროებში მოღვაწე აქტორებისა და სხვა პირთათვის, აღნიშნულ რეგიონებში შეუფერხებელი დაშვების უზრუნველყოფას, მათ შორის რელიგიური მნიშვნელობის ადგილებზე. განცხადებაში ასევე აღინიშნა, რომ წევრი სახელმწიფოები რჩებიან საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მყარ მხარდამჭერებად და მოუწოდებენ ყველა მხარეს, გააძლიერონ თავისი ძალისხმევა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში.

ჩქარობს კრემლი. იციან, რამდენიმე კვირაში მათი სატელიტი ივანიშვილის რეჟიმი დამთავრდება - შალვა ნათელაშვილი

19 სექტემბერი, 2020 , 16:40

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოფელ ნიქოზში იმყოფებოდა, სადაც რუსული ოკუპაცია გააპროტესტა. „ჩქარობს კრემლი. იციან, რამდენიმე კვირაში მათი სატელიტი ივანიშვილის რეჟიმი დამთავრდება და ისი

ნატო ჩხეიძე: ომიც რა არის ამაზე მეტი

15 სექტემბერი, 2020 , 17:30

„ომი არ ყოფილა ჩვენს დროსო, ბრიყვული მედიდურობით რომ აცხადებენ ეს ჩვენი პრემიერები და მინისტრები, ომიც რა არის ამაზე მეტი“, - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში პარლამენტარი, მოძრაობა „სახელმჭიფო ხალხისთ

სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი განხორციელდა - სუს-ი

12 სექტემბერი, 2020 , 17:06

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი განხორციელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა &bdq

დიდი ბრიტანეთი საქართველოს ოკუპაციის დასრულებაში დაეხმარება - ვენდი მორტონი

10 სექტემბერი, 2020 , 11:50

ვენდი მორტონმა "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე საქართველოსთვის 2 მილიონი ფუნტი სტერლინგის გამოყოფის შესახებ დაწერა. დიდი ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, ეს თანხა რუსეთის მხრ

კარლ ჰარცელი - მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, იფიქროს ჰუმანიტარულ პრობლემებზე და ოძისის გამშვები პუნქტი გახსნას

4 სექტემბერი, 2020 , 15:40

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ერთი წელი გადის, რაც ოძისის გამშვები პუნქტი ჩაკეტილია. ელჩის თქმით, აღნიშნული ფაქტი მიუღებელია, უარესდება ადგილზე ჰუმანიტარული ვითარება, რაც შეშფოთებას იწვევს.

ოკუპანტებმა სოფელ ყარაფილასთან სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს

2 სექტემბერი, 2020 , 14:35

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ისევ გამოჩნდნენ სოფელ ყარაფილასთან, სადაც ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. ამის შესახებ "მთავარი არხი" იტყობინება. ოკუპანტებმა ხნულების გავლების პროცესი გუშინ, 1 სექტემბ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.