უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

21 დეკემბერი, 2017 17:10
font-size

გაერო ტყუილების სახლია - ბენიამინ ნეთანიაჰუ

„ტყუილების სახლი“ , - ასე უწოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს დღეს დაგეგმილი გენერალური ასამბლეის სხდომის წინ, სადაც იერუსალიმის საკითხზე უნდა იმსჯელონ. ორგანიზაციის წევრები კენჭს უყრიან რეზოლუციას, რომელიც აკრიტიკებს აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას.

„ისრაელის სახელწმიფო ამ კენჭისყრას მის დაწყებამდე უარყოფს“, - თქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპსა და გაეროში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელ ნიკი ჰეილის „მათი მამაცი და უკომპრომისო პოზიციისთვის“. მან აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნები შეცვლიან შეხედულებას იერუსალიმის შესახებ და გაიმეორებენ აშშ-ის მაგალითს.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კედლებს გარეთ ბევრი ქვეყნის დამოკიდებულება ისრაელისადმი ყველა კონტინენტზე იცვლება და ბოლოს შემოაღწევს გაეროში -ტყუილების სახლში“, -აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

მან დაამატა, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად დარჩება, აღიარებს თუ არა ამას გაერო.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად 6 დეკემბერს აღიარა.

ანა მებურიშვილი

აშშ მომავალშიც გამოაშკარავებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის ფაქტებს - ეუთოში აშშ-ს ელჩი

6 სექტემბერი, 2019 , 15:40

ეუთოში მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენ

საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე შესაძლოა, კელი დეგნანის კანდიდატურა დასახელდეს

4 სექტემბერი, 2019 , 11:10

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე შესაძლოა, კელი დეგნანის კანდიდატურა დაასახელოს. ვებგვერდ publicpool.kinja.com ინფორმაციით, ამის შე

ელენე აგლაძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა

31 აგვისტო, 2019 , 10:30

გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ელენე აგლაძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოში, პოლონეთის წარმომადგენლობის შემაჯამებელი ბრიფინგის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუ

ფლორიდის შტატს ქარიშხალი „დორიანი“ უახლოვდება - აშშ-ში საქართველოს საელჩო დიასპორას აფრთხილებს

30 აგვისტო, 2019 , 10:35

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო დიასპორის წარმომადგენლებს ქარიშხალ „დორიანთან“ დაკავშირებით აფრთხილებს. საელჩო მოქალაქეებს ურჩევს, დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს. „დიასპო

პუტინის დიდ შვიდიანში დაბრუნება დაუშვებელია და ამის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა -ამერიკელი სენატორები

29 აგვისტო, 2019 , 16:08

ამერიკელი სენატორები რუსეთის დიდ შვიდიანში დაბრუნების წინააღმდეგ გამოდიან. ამის შესახებ ნათქვამია საჯარო წერილში, რომლითაც კანონმდებლებმა დონალდ ტრამპს მიმართეს. მათი თქმით, დიდი შვიდიანის დანიშნულება არის „დემოკრა

ვარშავაში, წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია ქართველ მეცნიერს მიენიჭა

26 აგვისტო, 2019 , 13:00

ვარშავის უნივერსიტეტში, წმინდა გრიგოლ ფერაძის პრემიის მიმნიჭებელმა საბჭომ, ქართველ მეცნიერს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს თამილა მგალობლიშვილს ქართველოლოგიური კვლევების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს