უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

22 მარტი, 2019 16:10
font-size

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ იქ არსებული ვითარება დაგმეს

ჟენევაში, გაიმართა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) გენერალური დებატები დღის წესრიგის მე-10 საკითხზე - ტექნიკური დახმარება და შესაძლებლობების განვითარება.

შეხვედრის ფარგლებში ჟენევაში გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ ისაუბრა ადამიანის უფლებათა გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. თავის გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ირაკლი კვარაცხელიას უკანონო დაკავებისა და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება კიდევ უფრო საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ვერ ხერხდება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების, მათ შორის, გაეროს უმაღლესი კომისრის შეღწევა.

სხდომის ფარგლებში, საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, ესტონეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ფინეთის წარმომადგენლებმა.

განცხადებებში დელეგაციებმა დაადასტურეს თავიანთი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

თავიანთ განცხადებებში დიდი ბრიტანეთის, ლიეტუვის და ესტონეთის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგს და მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირებას. დელეგაციებმა გამოხატეს შეშფოთება, რომ უამღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებს არ მიეცათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა.

გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რთული ვითარებაა: შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილება, მიმდინარეობს ეთნიკური დისკრიმინაცია და შეზღუდულია დოკუმენტებზე წვდომა.

ლიეტუვის დელეგაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო სამხედრო კონტროლს. აქვე, ლიეტუვის მხარემ ხაზი გაუსვა უკანონო ოკუპაციის შედეგად არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის, ასევე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტებს.

ესტონეთის დელეგაციამ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამო, რასაც ადასტურებს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი.

ევროკავშირის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ბულგარეთის დელეგაციებმა გამოხატეს შეშფოთება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით.

ბულგარეთის დელეგაციამ თავის განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილება და შეზღუდულია მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება.

თავიანთ გამოსვლებში დელეგაციებმა ხაზგასმით აღნიშნეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მნიშვნელობა და მოუწოდეს ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, დაუშვას აღნიშნული მონიტორინგის მექანიზმების შეღწევა საქართველოს რეგიონებში.

ამასთან, 2019 წლის 22 მარტს, ადამიანის უფლებათა საბჭოს 40-ე სესიის დასკვნით დღეს, დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიხედვით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე და პარტნიორია

18 ივნისი, 2019 , 13:25

აშშ-ის სენატმა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის 2020 ფისკალური წლის კანონპროექტის (NDAA FY20) საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა. როგორც „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 2019 წლის ტექსტისგან

საქართველოს მოქალაქეების ისრაელში უკანონოდ შეყვანის ორგანიზების ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს

17 ივნისი, 2019 , 14:41

ისრაელის პოლიციამ დააკავა ექვსი ადამიანი, რომლებიც ისრაელში, ბენ გურიონის აეროპორტიდან საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ შეყვანის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „იერუსალიმ პოსტზ

სლოვენიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

15 ივნისი, 2019 , 11:25

სლოვენიამ საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარა და გახდა ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მე-14 ქვეყანა, რომელმაც საქართველოსთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხო

ამერიკულ ბიზნესწრეებს შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოში საქმიანობისთვის -კენეტ ენჯელი

13 ივნისი, 2019 , 11:42

ამერიკულ ბიზნესწრეებს შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოში საქმიანობისთვის და მოხარული ვართ ჩვენი თანამშრომლობით საქართველოსთან, - ამის შესახებ აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მმართველმა დი

როგორც აშშ-ში ლუდის მწარმოებელი ერთ-ერთი ცნობილი შტატის წარმომადგენელი, ვიმედოვნებ, ოდესმე ვესტუმრები ღვინის სამშობლოს - სენატორი ქორი გარდნერი

13 ივნისი, 2019 , 11:31

აშშ-ში ლუდის მწარმოებელი ერთ-ერთი ცნობილი შტატის - კოლორადოს წარმომადგენლის რანგში, ვიმედოვნებ, ოდესმე ვესტუმრები ღვინის სამშობლოს - საქართველოს, - ამის შესახებ აშშ-ის სენატორმა კოლორადოს შტატიდან, ქორი გარდნერმა ვაშინგტ

ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომა გაიმართა

12 ივნისი, 2019 , 21:00

ქ. ვაშინგტონში გაიმართა აშშ-საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომა, რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და აშშ-ისსახელმწიფო მდივნის მოქმედი თანაშემწე, ფილიპ რ