უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 ივნისი, 2019 14:00
font-size

გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთის მთავრობა მხარს უჭერენ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას საქართველოში

ელექტრონული ნარჩენების მართვისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ ახალ პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთის მთავრობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ორგანიზაცია GEO-სთან თანამშრომლობით იწყებს.

როგორც „მედიანიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ახალი პროექტის პრეზენტაციას საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვის და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო ანთაძემ და შვედეთის საელჩოს პროგრამის ოფიცერმა, ხათუნა ზალდასტანიშვილმა.

„ნარჩენების მართვის სისტემების შექმნა და დანერგვა საქართველო-ევროკავშირის შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ნარჩენების შემცირებით, ხელახალი გამოყენებით, მათი სეპარირებული შეგროვებითა და რეციკლირების ხელშეწყობით, ერთი მხრივ, თავიდან ავიცილებთ ნარჩენებით ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მიყენებულ ზიანს, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შევუწყობთ ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას, რომელიც აქტიურად დგას მთელი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების დღის წესრიგში და გულისხმობს არსებული რესურსების, ნარჩენების ხელახალ გამოყენებას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

პროექტის ძირითად მიზნებსა და დაგეგმილ ქმედებებზე, ასევე მოსალოდნელ შედეგებსა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე პროექტის ხელმძღვანელმა, ხათუნა გოგალაძემ (GEO) ისაუბრა.

უწყების ცნობით, ახალი პროექტის ხანგრძლივობა 16 თვეა და მისი მიზანია ელექტრონული ნარჩენების მართვის განხორციელების ხელშეწყობა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სისტემაში, რომელიც ძალაში 2019 წლის 1-ლი დეკემბრიდან შედის. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი დაეხმარება საქართველოს ელექტრონული ნარჩენების კანონქვემდებარე აქტის განახლებაში; ასევე, ელექტრონული ნარჩენების მართვაში ჩართული არაფორმალური სექტორის მონაცემთა ბაზის შექმნასა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებაში. პროექტი დახმარებას გაუწევს კერძო სექტორსაც მწარმოებელთა პასუხისმგებელი ორგანიზაციის შექმნაში.

პროექტი ეფუძნება გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთის მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ორგანიზაცია GEO-ს მიერ განხორციელებული პროექტის შედეგებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ (2017-2018).

პროექტით გათვალისწინებული ქმედებები განხორციელდება საჯარო და კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი