უახლესი ამბები
- 23.01.2021 10:50გიორგი გახარია ჯო ბაიდენს - დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე და მადლობას გიხდით პირადად თქვენ წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობის ქომაგობისა და განმტკიცებისთვის
- 23.01.2021 10:50მე-13 ბატალიონის მეორე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
- 23.01.2021 10:00ანონსი - 23.01.21
- 23.01.2021 10:00დღის კალენდარი _ 23 იანვარი
არქივი
პოლიტიკა


გაეროს მივმართეთ და მათი არხებით მოხდა სხვადასხვა სახელმწიფოსთვის მოთხოვნის გაგზავნა - ზურაბ ალავიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას, რომ ქართული მხარე ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მოსკოვს დახმარება სთხოვა.
ალავიძის განცხადებით, რუსეთს მოთხოვნა არა უშუალოდ თბილისიდან, არამედ გაეროს მეშვეობით მიუვიდა.
„მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, გაეროს მეშვეობით, მათი არხებით მოხდა მიმართვა. გაეროს მივმართეთ და მათი არხებით მოხდა სხვადასხვა სახელმწიფოსთვის მოთხოვნის გაგზავნა. პროცედურულად ასეა. როგორც ვიცი, ამ არხით იყო ეს ყველაფერი მოგვარებული“, - თქვა ალავიძემ.
შეგახსენებთ, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ გამოჰყო ვერტმფრენი Ил-76 ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად. მისივე ინფორმაციით, შემდგომ ქართულმა მხარემ უარი თქვა მათ დახმარებაზე იმ საბაბით, რომ ცეცხლის კერები ლოკალიზებულია და მოსკოვის დახმარების საჭიროება აღარ არსებობდა.
ზახაროვამ „ავადმყოფური ფანტაზიები“ უწოდა საქართველოში გაკეთებულ განცხადებებს რუსეთის შესაძლო მონაწილეობაზე ხანძრის განზრახ გაჩენაში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

გიორგი გახარია კამალა ჰარისს მიმართავს -თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეუძლია
23 იანვარი, 2021 , 10:50

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს - დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე და მადლობას გიხდით პირადად თქვენ წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობის ქომაგობისა და განმტკიცებისთვის
23 იანვარი, 2021 , 10:50

მე-13 ბატალიონის მეორე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
23 იანვარი, 2021 , 10:50
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
22 იანვარი, 2021 , 21:19

რჩება დაახლოებით ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა გადახედონ გადაწყვეტილებებს - არჩილ თალაკვაძე
22 იანვარი, 2021 , 15:40

შეხვედრამ მოგვცა იმის თქმის საფუძველი, რომ საბოლოოდ შევთანხმდებით - მამუკა მდინარაძე
22 იანვარი, 2021 , 15:40