უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

11 ივლისი, 2019 15:10
font-size

გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი განცხადებას ავრცელებს

„ქალებს აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარი ორსულობის შესახებ და დაგეგმონ, თუ რამდენი შვილის ყოლა სურთ, რა ინტერვალით და როდის“, - ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატალია კანემიმ მსოფლიო მოსახლეობის დღესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მან აღნიშნულ თეამზე საუბრისას კაიროს მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ იქ „ყველა ქალი და გოგონა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი სხეულის შესახებ და თავად ირჩევს - დაორსულდეს თუ არა, როდის და ვისგან“.

„ქალებს აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარი ორსულობის შესახებ და დაგეგმონ, თუ რამდენი შვილის ყოლა სურთ, რა ინტერვალით და როდის. 1994 წელს ეს უფლება კიდევ ერთხელ დადასტურდა კაიროში, მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც 179 ქვეყნის მთავრობა შეთანხმდა, რომ სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა მდგრადი განვითარების საფუძველია. კაიროში წარმოვიდგინეთ ჩვენი მომავალი, სადაც ყველა ორსულობა სასურველია, რადგან ყველა ქალი და გოგონა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი სხეულის შესახებ და თავად ირჩევს - დაორსულდეს თუ არა, როდის და ვისგან. ჩვენ წარმოვიდგინეთ სამყარო, სადაც ქალები არ იღუპებიან მშობიარობის დროს, რადგან - განურჩევლად ადგილმდებარეობისა და სოციოეკონომიკური ან სამართლებრივი სტატუსისა - მათ ხელი მიუწვდებათ დედათა ჯანმრთელობის ხარისხიან სერვისებზე.

ჩვენ წარმოვიდგინეთ ერა, სადაც ყველა ცხოვრობს უსაფრთხო გარემოში, ძალადობის გარეშე, პატივისცემითა და ღირსებით, სადაც არცერთი გოგონა არ ქორწინდება იძულდებით და არ უწევს სასქესო ორგანოების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკის გამოცდა. 1994 წლიდან, მთავრობები, აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ისეთი ინსტიტუციები, როგორიცაა გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაერთიანდნენ სამოქმედო პროგრამის გარშემო და პირობა დადეს, რომ დაამსხვრევდნენ ბარიერებს, რომელიც ქალებსა და გოგონებს აშორებს მათ ჯანმრთელობასთან, უფლებებთან და ძალაუფლებასთან, თავად გამოჭედონ საკუთარი მომავალი და მაინც, მიუხედავად იმ წარმატებისა, რომელსაც უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში მივაღწიეთ, ჩვენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი კაიროში დადებული პირობის შესასრულებლად. ძალიან ბევრი ადამიანი რჩება მიღმა. ბევრს ჯერ კიდევ არ აქვს შესაძლებლობა საკუთარი უფლებები განახორციელოს“, - განაცხადა ნატალია კანემიმ.

როგორც მან აღნიშნა, 200 მილიონზე მეტ ქალს სურს ორსულობის თავიდან აცილება, თუმცა მათ ამის საშუალება არ აქვთ.

„200 მილიონზე მეტ ქალსა და გოგონას ორსულობის გადავადება ან თავიდან აცილება სურს, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს. ესენი არიან ყველაზე ღარიბი ქალები და გოგონები, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ, ან მკვიდრ მოსახლეობას და გარიყულ თემებს მიეკუთვნებიან, ესენი არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომლებიც მომსახურების მიღებისას უდიდესი დაბრკოლებების წინაშე დგანან. ახლა სწრაფად მოქმედების დროა, რათა ყველა ქალსა და გოგონას უფლებების რეალიზება უზრუნველვყოთ. კონტრაცეფციის ფართო არჩევანის არსებობის პირობებში, მათ შეეძლებათ გახდნენ თანასწორი პარტნიორები მდგრადი განვითარების მიღწევის საქმეში.“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, გაეროს მოსახლეობის ფონდი ქვეყნების მთავრობებთან და პარტნიორებთან ერთად ვმუშაობენ, რათა დასახონ ხედვა 2030 წლამდე სამი მიზნის მიღწევაზე, როგორებიცაა: ნულოვანი ოჯახის დაგეგმვის დაუკმაყოფილებელი საჭიროება, ნულოვანი თავიდან აცილებადი დედათა სიკვდილიანობა, და ნულოვანი გენდერული ნიშნით ძალადობა.

„უმოქმედობის ფასი ძალიან მაღალია: მეტი დაღუპული ქალი და გოგონა, მეტი არასასურველი ორსულობა, მეტი საფრთხის შემცველი აბორტი, მეტი ორსული მოზარდი, რომელსაც სკოლაში სიარულის რცხვენია, ინდივიდებისა და საზოგადოების გამქრალი პოტენციალი. დასაკარგი დრო არ გვაქვს. ჩვენი მომავალი ისევ ჩვენზეა დამოკიდებული. გაეროს მოსახლეობის ფონდში (UNFPA) ქვეყნების მთავრობებთან და პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა შევქმნათ სამყარო, რომელიც 25 წლის წინ წარმოვიდგინეთ. ჩვენი ხედვა მტკიცედ ორიენტირებულია 2030 წლამდე სამი მიზნის მიღწევაზე: ნულოვანი ოჯახის დაგეგმვის დაუკმაყოფილებელი საჭიროება; ნულოვანი თავიდან აცილებადი დედათა სიკვდილიანობა, და ნულოვანი გენდერული ნიშნით ძალადობა და ისეთი საზიანო პრაქტიკები, როგორიც არის ბავშვთა ქორწინება და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება.

მაღალი ხარისხის მონაცემები დაგვეხმარება ამ მიზნების მისაღწევად საჭიროებების ლოკალიზაციაში და განაპირებული ადამიანების და თემების ხილვადობის გაზრდაში.დანიისა და კენიის მთავრობებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ 2019 წლის ნოემბერში დაგეგმილ სამიტზე საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ ექნება საშუალება განაახლოს კაიროში დადებული პირობა და ქალებისა და გოგონებისთვის რეალობად აქციოს სამყარო, რომელიც ICPD სამოქმედო პროგრამის შედგენისას წარმოვიდგინეთ. გლობალური სამიტი თავს მოუყრის სახელმწიფოებს, აზრის შემქმნელებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ახალგაზრდებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს და ათასობით სხვა ადამიანს, რომლებსაც წვლილი მიუძღვით სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიღწევაში. ეს თითოეული ჩვენთაგანის ვალია“, - განაცხადა კანემიმ.

ის მოუწოდებს მთავრობებს, სამოქალაქო საზოგადოების თითოეულ წევრს, რომ იყვნენ გაბედულები და გააკეთონ ის, რაც ქალებისთვის სწორი ქმედებაა.

„დღეს, მსოფლიო მოსახლეობის დღეს, მე მოვუწოდებ მთავრობებს, სამოქალაქო საზოგადოებას, თემებს, და ადამიანებს ყველა სფეროდან იყვნენ თამამები და გაბედულები, გააკეთონ ის, რაც სწორია ქალებისა და გოგონებისთვის მსოფლიოს გარშემო, და რეალობად აქციონ შესაძლებლობები, რომლებიც თან ახლავს კაიროში დადებული პირობების ბოლომდე შესრულებას.. წინ წავუძღვეთ სამყაროს, სადაც დაპირებები სრულდება, და სადაც რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეს არის სამყარო, რომელიც გვინდა, და შეგვიძლია შევქმნათ, თუკი ნაირობიში და მის გარეთ გავერთიანდებით კონკრეტული პასუხისმგებლობებით და რესურსებით, რათა დავაგვირგვინოთ მოგზაურობა, რომელიც 25 წლის წინ დავიწყეთ. ქალები და გოგონები ვერ დაიცდიან. ქვეყნები და თემები ვერ დაიცდიან. დრო, როცა დადებული პირობის მისაღწევად და ოჯახის დაგეგმვის უზრუნველსაყოფად უნდა ვიმოქმედოთ, ახლაა“, - განაცხადა ნატალია კანემიმ.

საქართველოს და სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაციას შორის სავიზო რეჟიმი უქმდება

15 ივლისი, 2019 , 12:55

საქართველოს და სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაციას შორის სავიზო რეჟიმი უქმდება. შესაბამის შეთანხმებას ქართული მხრიდან გაერო-ში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე მოაწერს ხელს, რაზეც უფლებამოსილება მას პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბა

„თურქეთს არ დავიწყებია 2016 წლის 15 ივლისი და მეზობელი საქართველოს თანადგომა“

15 ივლისი, 2019 , 12:05

თურქეთის რესპუბლიკის საელჩო პრესრელიზს ავრცელებს. „თურქეთს არ დავიწყებია 2016 წლის 15 ივლისი და მეზობელი საქართველოს თანადგომა. 2016 წლის 15 ივლისის ღამეს ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) მიერ დაგეგმი

საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც თავისუფლებასა და გამბედაობასთან ასოცირდება - დონალდ ტუსკი

11 ივლისი, 2019 , 15:10

საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც თავისუფლებასა და გამბედაობასთან ასოცირდება, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისა

ვლადიმერ პუტინი საქართველოსთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია

9 ივლისი, 2019 , 16:55

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია. “მე ამას არ გავაკეთებდი ქართველი ხალხის პატივისცემის გამო", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. აღნიშნულ ინფორმაციას

რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების დაწესების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია - დიმიტრი პესკოვი

9 ივლისი, 2019 , 15:45

რუსეთის ხელისუფლებას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების დაწესებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, კრემლ

რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა

9 ივლისი, 2019 , 15:10

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ქვეყნის მთავრობას საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების განხილვის რეკომენდაცია მისცა. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პლენარულ სხდომაზე მიიღო განცხადება, რომელშიც რეკომენდაცია მისცა მთავრობას,

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს