უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 ნოემბერი, 2021 11:10
font-size

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, პარტნიორებსა და დონორებთან ერთად, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ აქტივიზმს უერთდება

„გაანარინჯისფრე სამყარო, დაასრულე ქალთა მიმართ ძალადობა ახლა!“ — ამ გზავნილით გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ევროკავშირისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება. წელს აქტივიზმის მთავარი აქცენტი სექსუალური ძალადობასა და იმ ადამიანების მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოვლენაზე კეთდება, რომლებსაც ძალადობის ეს ფორმა გამოუცდიათ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის მიერ ჩატარებული ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის (2017 წელი) მიხედვით, საქართველოში ქალების 9%-ს სექსუალური ძალადობა ჯერ კიდევ ბავშვობაში გამოუცდია, თუმცა იგი კვლავაც ერთ-ერთ ყველაზე დაფარულ დანაშაულად რჩება. ქალები დუმილს ხშირად იმიტომ ირჩევენ, რომ საზოგადოება მომხდარში სწორედ მათ ადანაშაულებს. მაგალითად, კაცების 36%-სა და ქალების 31%-ს მიაჩნია, რომ გაუპატიურების მიზეზი მსხვერპლების წინდაუხედაობაა. 16-დღიანი აქტივიზმი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ დუმილის დასარღვევად, იმ ქალების მხარდაჭერა, რომლებსაც ძალადობა გამოუცდიათ, ძალიან მნიშვნელოვანია.

წელსვე ტრადიციულად, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, დედაქალაქის მერიასთან თანამშრომლობით, ანძა ნარინჯისფრად განათდება და ამ სიმბოლური ჟესტით თბილისი მსოფლიოს სხვა დედაქალაქების მსგავსად გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გზავნილს შეუერთდება. კამპანიას სოლიდარობას გამოუცხადებენ ქართველი მორაგბეებიც, რომლებიც „შემოდგომის ერთა სერიებს“ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნიან და მოედანზე სათამაშოდ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი კვართებით გავლენ. ამ ჟესტით ბორჯღალოსნები კიდევ ერთხელ შეახსენებენ მსოფლიოს, რომ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა ნებისმიერ თამაშზე მნიშვნელოვანია.

საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივიზმს გაეროს ქალთა ორგანიზაცია ევროკავშირისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანისაერთაშორისოკამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდანა ღინიშნება.
იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს. წელს გლობალური კამპანიის მთავარი ფოკუსი სექსუალური ძალადობაა. ის 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.

აჭარა ბარსელონას ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

3 დეკემბერი, 2021 , 17:50

აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა - IBTM 2021 – ზე მიმდინარეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ტური

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1210 ლარი გახდა

3 დეკემბერი, 2021 , 17:36

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1210 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1283 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნუ

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი მომდევნო წელს 52 მილიონ ლარამდე გაიზრდება - ირაკლი ღარიბაშვილი

3 დეკემბერი, 2021 , 15:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის პირველი სხდომა ჩატარდა. ღონისძიების მონა

პარლამენტის წინ აღმართული ჯვარი დარჩება, ვიდრე ახალი პროექტი განხორციელდება – კახა კალაძე

3 დეკემბერი, 2021 , 15:28

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ჯვარი სამომავლოდ შეიცვლება პროექტით, რომელიც საქართველოს საპატარიარქოსთან ერთად განხორციელდება, 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულები

“Galt & Taggart”-მა უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა

3 დეკემბერი, 2021 , 15:08

Galt & Taggart-ი მრავალფეროვანი მომსახურებებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა. Galt & Taggart-ის ჩართულობით,

მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები შვიდ თვეში დასრულდება

3 დეკემბერი, 2021 , 14:59

მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები შვიდ თვეში დასრულდება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობის ადგილზე გაცნობის შემდეგ განაცხადა. კალაძის თქმით, სამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი