უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 ნოემბერი, 2019 15:05
font-size

„„გაერთიანებულ ოპოზიციის“ სამი წარმომადგენელი ობსტრუქციის მოწყობას შეეცადა - „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები ათენში ქართულ დიასპორას ხვდებიან

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები კახა კუკავა და გოგი წულაია, ათენში ქართულ დიასპორას ხვდებიან. ამის შესახებ „მედიანიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კულტურის ცენტრ „კავკასიაში“ გამართულ შეხვედრაზე, პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ ისაუბრა როგორც საქართველოს საშინაო პოლიტიკურ საკითხებზე, აგრეთვე საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა პრობლემებზე.

„დიასპორის წარმომადგენლებმა დააყენეს საკითხები, რომელიც უკავშირდება დაწყებით განათლებას, პროფესიულ მომზადებას, სამედიცინო სერვისებს, საპენსიო სქემაში ჩართვის შესაძლებლობებს და სხვა.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები, საქართველოში დაბრუნებისთანავე, მთავრობის კომპეტენტურ წარმომადგენლებს შეხვდებიან და ზემოთ აღნიშნული საკითხების გადაჭრის კონკრეტულ გზას უახლოეს ერთ თვეში გამოაქვეყნებენ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ჩაშლის მიზნით, რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი აქტივის მობილიზაცია, თუმცა „გაერთიანებულ ოპოზიციას“ სულ სამი ადამიანი წარმოადგენდა (ბაჩანაშვილი, სამხარაძე, ყრუაშვილი), რომლებიც ობსტრუქციის მოწყობას შეეცადნენ, მაგრამ დამსწრე საზოგადოების პროტესტის შემდგომ, იძულებულები გახდნენ დარბაზი დაეტოვებინათ.

გარდა ამისა, ათენის ქართულმა დიასპორამ „თავისუფალ საქართველოს“ იაფი მედიკამენტების პროგრამის რეალიზაციაში მხარდაჭერა აღუთქვა, გაიმართა შეხვედრა სხვადასხვა ბერძნული სააფთიაქო კომპანიის წარმომადგენლებთან.

საჯარო შეხვედრის პარალელურად, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები ყოველდღიურ რეჟიმში ესწრებიან ღონისძიებებს ათენის კულტურის სახლში, საკვირაო სკოლაში და სხვა დაწესებულებებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი