პოლიტიკა


გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს
გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს. განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
ოპოზიცია სარჩელით სასამართლოს მიმართავს.
,,ჩვენ შეგვაქვს სასამართლოში სარჩელი. გამოვიკვლიეთ ყველა ფაქტობრივი გარემოება და ვითხოვთ სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას. ამას ითვალისწინებს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი, რომელშიც ამომრჩევლის მოსყიდვაზეა საუბარი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ და შესაბამის მუხლში გაწერილი კონკრეტული აკრძალვები წაიკითხა.
მაგალითად გიორგი ვაშაძემ კარტოფილის, ხახვის, მეორადი ტანსაცმლის დარიგება მოიყვანა, ასევე 600 ათასი მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის დაპირებაც. ვიდეო მტკიცებულებები სასამართლოში იქნება წარდგენილი.
ოპოზიცია მაღალი თანამდებობის პირების , პრემიერის და თბილისის მერის მიმართ ამომრჩევლის მოსყიდვის გამო, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრასაც ითხოვს.
საკვანძო სიტყვები:

მთავრობის ადმინისტრაცია - საკოორდინაციო საბჭომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა
13 აპრილი, 2021 , 15:40

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი
12 აპრილი, 2021 , 17:40

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე
12 აპრილი, 2021 , 17:15

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე
12 აპრილი, 2021 , 16:35
მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი
12 აპრილი, 2021 , 15:30

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი
12 აპრილი, 2021 , 15:30