პოლიტიკა


გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ამომრჩევლებსა და აქტივისტებს დღეს საღამოს 18:00 საათზე ფილარმონიაში ელოდებიან
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ამომრჩევლებსა და აქტივისტებს დღეს საღამოს 18:00 საათზე ფილარმონიაში შეხვდებიან.
გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან კომუნიკაცია, რის შემდეგაც გამოაცხადებენ სამოქმედო გეგმას.
„ჩვენი საბჭოს გადაწყვეტილება არის ეს, რომ აუცილებელია შევხვდეთ ჩვენს მხარდამჭერებს იმიტომ, რომ ბევრი ითხოვს, შეკითხვები აქვთ და ითხოვს პასუხს და მათთან ერთად სამოქმედო გეგმას გამოვაცხადებთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გაერთიანებული ოპოზიცია გეგმავს კონსულტაციებს სხვა პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებთანაც.
რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ის ხალხის წინააღმდეგ მიმართულ სპეცოპერაციად და ტოტალურ კრიმინალურ ტერორად შეაფასა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ხმების 100 %-ის დათვლის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ,,ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59,52 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40,48 %-მა
საკვანძო სიტყვები:

მთავრობის ადმინისტრაცია - საკოორდინაციო საბჭომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა
13 აპრილი, 2021 , 15:40

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი
12 აპრილი, 2021 , 17:40

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე
12 აპრილი, 2021 , 17:15

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე
12 აპრილი, 2021 , 16:35
მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი
12 აპრილი, 2021 , 15:30

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი
12 აპრილი, 2021 , 15:30